↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვის პირას

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13547 ნახვა

—
ის არ მოვიდა... დავჯექ ზღვის პირას.თურმე ამაოდმე მას ვუცდიდი:ჩემსავით ბნელში ჩამჯდარი მზირად,ბუჩქნარში წივის უცნობი ჩიტი...
რას შემაწუხა ნეტავ ამ ჩიტმა?ზღვას ფარავს მისი უსაზღვრო ეშხი,ვით აბეზარი კვიმატი რითმა,კვნესის და ეძებს ტოლს სიბნელეში.
იგიც, ბუდიდან აფრენის აქეთ,უხმობს, მოელის მხსნელს და მეგობარს;ზღვაო, მაშორე მის დიად ნაღველს,მე ჩემი მცირე სევდაც მეყოფა!
1946წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი