პოეზია · ლირიკა
ზაფხულის ღამის ქრონიკა
პატარა თამარ ჟღენტის ხსოვნას
შენ, ჩემო ცრემლო, უკვდავთა საფლავსდასადინარო და დიდო ცრემლო,იშვილე,შერთე შენს მღვრიე ტალღებსეს ერთი ცრემლიც, ანკარა ცრემლი,მცირე, უცნობი და უსახელო.შენ, ჩემო ლექსო,ქვეყნად სიცოცხლე -დიდხანს სიცოცხლე თუ გიწერია,ააგე ძეგლი ანკარა ცრემლის,დაუნგრველი, ამტანი ჟამის,მცირე, უცნობი და უსახელო...შენ, დიდო ძეგლო,უკვდავთა ძეგლო,შენ დაიფარე პატარა ძეგლი,მცირე, უცნობი და უსახელო,ერთი უცნობი გოგონას ძეგლი!
დგას ათას ცხრას სამოცდაერთისცხელი ზაფხულის ჩუმი საღამო,კარგა ხანია მზემ დაისვენა,მზე თრიალეთის მთებს მიეფარა...ალბათ, იღლება ის დიდი თვალიცცის დიდი თვალი -მზეს რომ ვეძახით,ის იქანცბა სხივების ფრქვევით,ქვეყნიერების და ჩვენი ცქერით.მეც დავიღალე ამდენი შუქით, 'აურზაურით, დიდი სინათლით.დიდი ქალაქის მხურვალე შუქით -ქუჩის ალმურით მეწვის თვალები.და მიხარია, როცა მზე ჩადისდა ლოდინივით გრძელდება ჩრდილი,წყდება ხმაური და შეღამებამიახლოვდება სიჩუმესავით.როს დასავლეთის მეწამულ ფერებს,სხვადასხვა ფერის ჩრდილებს და ფერებს,შურით გასცქერის აღმოსავლეთი,შემოღამების შავ სათვალეში.მე მიხარია, როცა მზე ჩადისდა მცირე კენჭიც ამაყობს ჩრდილით,და გახურებულ ქვაფენილებზე,აბიბინდება დუმილის ხავსი.სიჩუმე არის ფიქრების დედა,მოვა თუ არა -იღვიძებს ფიქრიც.სამალავიდან გამოდის ფრთხილადდა ჩემს გარშემო სიარულს იწყებს.სადღაც ქალაქის დიდ სამრეკლოზეუკვე მეოთხედ რეკავს საათი.რეკავს საათი და მაინც სძინავთნათელ პროსპექტებს, ბნელ შესახვევებს,ქუჩების პირას ბნელი სახლები,დიდი სახლები -დგანან და სძინავთ,თითქოს შეუსვამთ დუმილის ბანგი -და გიკვირს,ვისთვის რეკავს საათი!ამ დროს მე თითქოს მივიწევ ზევითდა ჩემი ფიქრის მაღალ კოშკიდანვათვალიერებ შავი ჭოგრიტითდიდი ქალაქის დეკორაციებს.სხვაგვარად სუთქვას თბილისი ღამით.და მისი გულიც სცემს სხვანაირად,ვუსმენ და ვუმზერ, დუმილით ვუმზერ,და ჩემი ფიქრი -როგორც რენტგენიუცებ აშუქებს დიდი სახლების,სახურავების, კედლების შიგნით,ბნელი ფანჯრების, მძიმე ფარდების,მჭიდროდ ჩარაზულ ჭიშკრების მიღმა,დღიური დრამის მდუმარე სცენას,დუმილით ვუმზერ და ცხადად ვხედავუხილავ ფერებს, უჩინარ საგნებს...და იწერება ცის პერგამენტზეზაფხულის რამის დიდი ქრონიკა.
სადღაც, ქალაქის დიდ სამრეკლოზე,უკვე მეოთხედ რეკავს საათი.რეკავს საათი და ყველას სძინავს,სძინავს შენს მტერსაც და მეგობარსაც.სძინავთ სიზმრებში საყვარელ ბავშვებს,ერთგულ მეუღლეს და ორგულ ქალებს,დავიწყებულებს, დაუვიწყართაც,ვინც მოსვენებას არ გაძლევს დღესაც,ვინც დაივიწყე და აღარ გახსოვს,ვინც დაივიწყე და მაინც გახსოვს...
შორს,სამრეკლოზე რეკავს საათი...შენ გიხარია, რომ ყველას სძინავს,და შუაღამის დიდ სიჩუმეშიშენი ფიქრების ისმის ხმაური.
დღეიდან ვიწყებ ქრონიკის წერას,ჩემი ფიქრების ქრონიკის წერას.მოკლე დღეების, გრძელ ღამეებისქრონიკს წერას...ქრონიკს ვიწყებ ჩვენი დროიდან, 'ძველ ამბებს, ალბათ, ოდესმე დავწერ.დავწერ ყველფერს, რაც მაღელვებდა,რაც მაფიქრებდა სიჭაბუკეში,დავწერ ყველაფერს,რის თქმაც მინდოდა,მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი.ჯერ ისევ ფეთქავს გული ძლიერად,სუნთქავს, მიმოდის, იძვრის და ყივის,და მოუთმენლად მოელის ფიქრთაყინულის დნობას და წყალდიდობას.დადგება ჟამი, მე ვიტყვი ჩემიმზის ამოსვლის და ჩასვლის სიმღერას,ვიტყვი ერთბაშად, სულმოუთქმელად,ჩემი შუადღის ყველა სიმღერას.მაგრამ ეს შემდეგ... ჯერ დამდგარაჟამი ანდერძის და აღსარების.
სხვა არის ჩემი ქრონიკის თემა:ბევრ ვიფიქრე და დიდხანს ვწერდი,გულისტკივილით და სევდით ვწერდიერთი პატარა გოგონას ამბავს.დიახ, მე ვწერდი, ვწერდი და ვხევდი,გულისტკივილიტ და ბოღმით ვხევდი,რადგან ჩემს ნაწერს, ფიქრებს და სიტყვასარ ჰქონდა ძალა იმ მწარე წამლის -სპეტაკ ქაღალდში გახვეულ წამლის,რომელსაც უნდა ეხსნა გოგონა...
შენ, კრიტიკოსო, შუბლს ნუ შეიკრავ,უცებ ნუ ასტეხ დავიდარაბას,ნუ დამიჩლუნგებ გაბედულ კალამს,ნუ შემიშინებ სანატრელ სტამბას,ნუ ჩაჰკირკიტებ ცალკე სტრიქონებს,ნუ მიშლი ოხვრას, გულის მიმოხრასწაუკითხავად ნუ მიწყებ ძრახვას,კეთილი არის ჩემი განზრახვა.
ვიცი, სიკვდილი გაშინებს ძლიერ,ტაბუ დაადე სიკვდილის თემას,სიძულვილს, მტრობას,მეგობრის ღალატს,ძლიერ სიყვარულს, ტვინის ანთებას -და სხვა ათასგვარ დავიდარაბას,რაც შეიძლება ჩვენს დროშიც მოხდეს.ჩვენ, ზოგი ადრე და ზოგი გვიან,წავალთ, გავხდებით მდგმურები მიწის,და, ალბათ, ცრემლებს ჩვენც დაგვაყრიან,ვინც დატირების ვიქნებით ღირსნი!როგორ გავზომო ცრემლის საწყაო,ან რით გავზომო,გრამით თუ მისხლითან თუ გულს მოსწყდა უეცრად ოხვრა -კეთილშობილი სუნთქვა გულისა,რა ვქნა,არ უნდ ამოვიოხრო,არ გითხრათ -გული მეთანაღრება,თავი მიბრუის და სუნთქვა მეკვრის.მითხარი,როგორ გავზომო სევდა,სად დავდო ფიქრის ბჭე და საზღვარი,თუ მენაღვლება,თუ მეოხება -შენი ნებართვით ამოვიოხრო?ამოხიოხრო მხოლოდ ნახევრად?ნახევარ გულით როგორ ვიმღერო,რა ეშველება გულის ნახევარს,რომელსაც უნდა ოხვრაც, სიმღერაც. . .ნახევარ ფიქრით როგორ ვიფიქრო,რა ეშველება ფიქრის ნახევარს?მე მთელი გულით მინდა ცხოვრება,ნახევარ გულით როგორ ვიცხოვრო?!
მაგრამ, ჯერ პირველ ნათქვამს მივხედოთ,მასთან მივიდეთ, რითაც დავიწყეთ...დღეიდან ვიწყებ ქრონიკის წერას,ჩემი ფიქრების ქრონიკის წერას,ვწერ, როგორც პროზას,უბრალოდ, დინჯად,ლამაზი თქმების დაუხარჯავად.გზადაგზა ხშირად ვღალატობ რითმას,ვწერ ისე, როგორც ფიქრი მკარნახობს,ვწერ ისე, თითქოს ვიღაც მკარნახობს,ჩემზე ძლიერი და გონიერი,მე მეჩქარება, სათქმელი მახრჩობს,გული არ უცდის სიტყვის გარანდვას...
ნუ მკითხავთ, რატომ გვაუწყერ რითმას,დავთმე დროეით თუ სამუდამოდ.ეს მე არ ვიცი, ეს ფიქრებს უნდათ,ვნებიან ფიქრებს, ფიქრიან ფიქრებს,ფორიაქიან, სიცხიან ფიქრებს -ეს ჩემი ლექსის აღსასრულია!
და ისე, როგორც ცხელი აგვისტოს,დიდი შუადღის მძვინვარე მზეში,ვაჟკაცის მკერდი ვეღარ ისვენებს,ბორგავს, პერანგსი ვეღარ ეტევა,ნატრობს სიგრილეს და გაშიშვლებას -ლექსსაც მოსწყურდა თავისუფლება,სიშიშვლე ძვლების, სიშიშვლე ხორცის,ბორკილს ლეწავენ ლექსის მკლავები,ხარბად სუნთქავენ ლექსის ფილტვები -მოსწყურებიათ სულ სხვა ჰაერი!ჰო, აპატიეთ უცნაურ ფიქრებსეს სითამამე - ღალატი რითმის...თორემ ჰა, რითმაც ადვილად ითქმის!შეუნდეთ სიტყვის ლაღი ნავარდი,სულ ყველაფერი... ისიც შეუნდეთ,თუ თეთრი ლექსი -როგორც ჭაღარა,ამ ჩემს ქრონიკას გამოერია.მაინც რა არის ეს თეთრი ლექსი -სიჭაბუკე თუ სიბერე სიტყვის?
თუ რითმა არის ლექსის მარილი,რად გვეზარება აღზევანს წასვლა?თუ რითმა არის ლექსის ბორკილი,რად გვეზარება ბორკილის მსხვრევა?!
მე დავინახე ჩემი ფანჯრიდანშავკაბიანი მწუხარე დედა.ქვაფენილებზე გაშლილ ჩრდილებზეის ფეხაკრეფით მოაბიჯებდა.მისჩერებოდა უაზროდ წერტილს,უცხო თვალისთვის უჩინარ წერტილს,მოაბიჯებდა სიჩუმის გვერდითდა მისთვის ახლა იყო სულ ერთი -ქვაფენილებზე იწვნენ ხეები,თუ მოქანავე ხეთა ჩრდილები...ის თითქოს იდგა და მოდიოდნენ,ჩემი ფანჯრისკენ მისი თვალები.ჰო, ასე ჩანდა...მხოლოდ თვალები,დაჭრილი ვეფხვის მქისე თვალები.ბნელში ელავდნენ მისი თვალები,ბოკვერდაკარგულ ვეფხვის თვალები,დიდრონი, მწყრალი, შეუბრალებიახლოვდებოდნენ ვეფხვის თვალები.მე გამახსენდა და შემეშინდა...უეცრად შევკრთ, მივბრუნდი სწრაფად,მაგრამ მე ვგრძნობდი -ბნელი ქუჩიდანვიღაც უმზერდა ჩემ ფანჯრის რაფასვინ იცის, იქნებ არც კი უმზერდა...და ვთქვი, გუმანმა მიმტყუნა ალბათ.მან რა იცოდა, თუ ვინმე წერდამისი პატარა გოგონას ამბავს!მან რა იცოდა, თუ მაღალ სახლისფართოდ გაღებულ ფანჯრბის მიღმაიჯდა უცნობი მაღალი კაციდა ყოველ ღამე შეუსვენებლად,სულმოუთქმელად წერდა და წერდაადრე დაღუპულ გოგონას ამბავს.მან არ იცოდა...მაგრამ მე ვგრძნბდი,ის იდგა ქვემოთ, ის იდგა ჩუმად,ის იდგა ბნელი სიჩუმის გვერდითდა სევდიანი მწყრალი თვალებითმისჩერებოდა მაღალ ფანჯარას...მან არ იცოდა...მაგრამ ვინ იცის,იქნე იცოდა, იქნებ იცოდა?!.ამ უბანს ერქვა ვარდისუბანი,ახლაც განთქმული არის ვარდებით,წითელ ვარდებით, თეთრი ვარდებით,ლურჯი და თეთრი იასამანით...აპრილში, როცა იხსნება ზეცა,მაისში,როცა იძახის მიწა,და მათრობელა სურნელი დგებაია-ვარდის და იასამანის,იქ ბულბულების გაისმის ყეფა,ზოგჯერ ყივილიც ისმის მამლისა.ამ უბანს ერქვა ვარდისუბანი,მე შევეზარდე მის მყუდრო უბეს..როგორც მთაწმინდას ჰქვია მთაწმინდა,როგორც დიდუბეს ჰქვია დიდუბე -ამ უბანს ერქვა ვარდისუბანი.
შემდეგ უწოდეს მას კაცის გვარი,ვარდის სახელი მას აღარ ჰქვია,მაგრამ ვარდები სხვადასხვაგვარი,სხვადასხვა ფერის ვარდი და იაეზო-ბაღებში, შესახვევებშიწითლად, იისფრად მაინც ანთია.მაინც თბილისსი ყველაზე ადრეამ ძველი უბნის ყოველ შენობას,ყოველი სახლის ერდოს და სარკმელსულოცავს გუნდი პირველ მერცხალთაიათფენობას და ვარდფენობას.აღარ ამშვენებს ძველი სახელიახალ ეზოთა ჭიშკრებს და აბრებს...მაგრამ ის შერჩა პოეტის ხსოვნასვით სიჭაბუკის რამ სახსოვარი.
არის წუთები, როდესაც გულიმოულოდნელად შეიგრძნობს ტკივილს,წაიგიღებს ჯავრი და სინანულიდა თითქოს სულში ვიღაცა კივის...მოულოდნელად წაგიღებს სევდა,აგტკივა ხორცი და გტეხავს ძვლები,ირგვლივვერავის,ვერაფერს ხედავ,გგონია წუთი და გადის წლები.და შეგძაგდება სიმღერაც, ლექსიც,დაიხურება გულის სარქველი,რადგან ამქვეყნად არავის ესმისძახილი შენი და სიტყვა წრფელი.აგტკივა ხორცი და გტეხავს ძვლები,მოდის სიბერე,დრო უღვთოდ მიჰქრის,გადის დღეები, თვეები, წლები,ბედნიერების ერთ წუთზე ფიქრით.იმ ერთადერთი წუთის იმედით,რომელსაც არ აქვს განი და სიგრძე -როდესაც ვიღაც მოვა და გეტყვის:მე გავიგონე და რაღაც ვიგრძენ!მე გავიგონე შენი ძახილი,შენ აღმადგინე, შენ გამაღვიძე,მე გავიგონე შენი ძახილი,ძახილში ჩემი ტკივილი ვიგრძენ!მე გავიგონე შენი ძახილი,ძახილში ჩემი ტკივილი ვიგრძენ!ბედნიერების იმ წუთზე ფიქრით,როდესაც ვიღაც უცნობი კაციმოგესალმება ავსებულ ჭიქით,გაგიღიმებს და უსიტყვოდ დასცლის...ამგვარი ფიქრით, ამგვარი ნატვრითმე დავდიოდი მასისი მზეში,ჩემი ფეხის ხმა ისმოდა მხოლოდპატარა ქუჩის დიდ სიჩუმეში.ცხელოდა, იყო შუადღის ჟამი.მე ჩავუარე ერთ მწვანე ეზოს,ხმა შემომესმა, შევჩერდი წამით,დაუფიქრებლად და უმიზეზოდ.და უმიზეზოდ. . .რადგან ამ დილითსულ უმიზეზო ეჭვი და ფიქრიმე მეძახოდა დროის, მანძილის,ნაცნობ ქუჩების, თბილისის იქით...გოგებაშვილის წყნარ შესახვევში,ცისფრად შეღებილ მესერს გადაღმა -პატარა ქუჩის დიდ სიჩუმეშილექსს კითხულობდა ვიღაც ხმამაღლა.სარკმელთან იჯდა ქერა გოგონა,ორი ნაწნავი ეფინა მკერდზე,და თითქოს ქვეყნის, მზის გადაგონადიმეორებდა ხმამაღლა ლექსებს.ის კითხულობდა და კითხულობდა,შეისვენებდა და განაგრძობდა,აღფრთოვანებით ის კითხულობდადა ლექსის გარდა ვერაფერს გრძნობდა.ეს იყო სადღაც... ის იყო მარტო.შორს იყო ქუჩა, შორს იყო სახლი.ის ვერ ხედავდა იასამნს რტოს,მის ფანჯარაში ლურჯად გდახრილს.ის ვერ ხედავდა, ვერ გრძნობდა ვერვის,ისე ამბოდა თავის სიმღერასდა ვერ ამჩნევდა ხეს მოფარებულმისი ფიქრების უცნაურ მზვერავს.პატრა ქუჩის დიდ სიჩუმეშიმე იმ გოგონას ვუსმენდი როცა -ცხადად ვხედავდი მაისის მზეშითოვლით დაფენილ ტრიალ მინდორსა.. . . თოვლით დაფენილ ტრიალ მინდორსათითქოს ღრმა ძილით ჩასძინებოდა...ის მიდიოდა და მიდიოდადა მიაპობდა თოვლსა და ნამქერს,მაისის მზეში ის მიდიოდადა მიაპობდა თოვლსა და ნამქერს.სადღაც შორს, თოვლში მოჩანდა სკოლა,ელავდა ზოლი მკრთალი შუქისა,პატარა თითებს უვლიდა ჟრჟოლაყინვის და მისი ბაქიბუქისა.და მეც მციოდა, მეც მაშინედათეთრი სიჩუმე უსაზღვრო თოვლის.შორს კი, სადღაც შორს, ჩანდა იმედადპატარა სკოლა და ბუხრის ბოლი.და გამახსენდა უეცრად ღმერთი,ცეცხლი რომ უზის თვალთა მშუქრებად -ბოროტი ღმერთი,ატომის ღმერთი,დღემუდამ წარღვნით რომ ემუქრებაამ მწვანე ეზოს და ცისფერ მესერს,ამ წყნარ ქუჩაში მიმვალ მგზავრებს,ქერა გოგონას, მის ქართულ ლექსებს,მის ია-ვარდებს და იასამანებს.ღმერთო,შენ ჩვენო კეთილო ღმერთო,ქართული სიტყვის მფარველო ღმერთო,გონიერების,მშვენიერების,ბედნიერების მფარველო ღმერთო -ღმერთო,მიცოცხლე ქართული სიტყვა,არ გააგონა ხმა გუგუნის,გარდაუვლინე წარღვნა და სეტყვააწ და მარადის და უკუნისად!და წინ და უკან ვიდოდი დიდხანსგავარვარებულ მაისის მზეში.ისმოდა მხოლოდ ჩემი ფეხის ხმაპატარა ქუჩის დიდ სიჩუმეში.არ მიმიხედავს, ვგრძნობდი იდუმალ,ვხედავდი ფიქრის იდუმალ თვალით,ღია ფანჯრიდან მიმზერდნენ ჩუმადდიდი თვალები პატარა ქალის...უცებ გაისმა ჭიშკრის ჭრიალიპატარა ქუჩის დიდ სიჩუმეში...ცისფერ მესერთან იდგა გოგონა,იასამნის რტო ეჭირა ხელში.და მის თაფლისფერ დიდრონ თვალებში,მის მოალერსე კეთილ თვალებში,ამ წუთით შემკრთალ ბავშვურ თვალებშიჯერ ისევ კრთოდა სითბო და ეშხისარკმელში გულით ნათქვამი ლექსის.ის წამოვიდა ყოყმანით, ნელა,და ჩემ წინ თავი დახრა ოდნავ,და გაღიმებით, სიტყვის უთქმელადიასამნის რტო გამომიწოდა.უცებ გაბრუნდა. მე დავრჩი მარტო,შევკრთი და სიტყვა ვეღარ დავძარი.მინდოდა მეთქვა,რას ნიშნავს... რატომ?ვისი ხარ, ვინ ხარ, პატარა ქალო?ენა დამება და სახტად დავრჩიდა მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი.
თუმც მისი სახის კარგად დანახვა -დამახსოვრება ვერ მოვასწარი,გულს მაინც შერჩა და მახსოვს ახლაცმქრალად გაკრული წარბების ბწკარი.მქრალად გაკრული წარბების მწკარიდა თეთრი ზოლი გაყოფილ თმების.დაფიქრებული და მოღიმარიგაოცებული დიდი თვალები.თუმც მიზიდავდა თვალები თბილი,მაინც აშუქებს დიდი ხნის აქეთორი ელვარე ნაფოტა კბილიღიმილით ოდნავ გაპობილ ბაგეს.უცებ გაბრუნდა, ვერ მოვასწარი,მაგრამ ხსოვნაში ცოცხლდება ლანდი -ბეჭებზე ორი ქერა ნაწნავი,ორი ნაწნავი და ორი ბანტი.სხვა ყველაფერი შეუბრალებლადმიმოიფანტა ხსოვნის ბურანში,რადგან თვალების, მხოლოდ თვალებისმოახლოვებას მე ვგრძნობდი მაშინ...გოგებაშვილის წყნარ შესახვევში,პატარა ქუჩის დიდ სიჩუმეში -დაფიქრებული ვიდექი დიდხანს,იასამნის რტო მეჭირა ხელში.და მაღლდებოდა სული ზეცამდე.მესმოდა რეკა იდუმალ ზართა,თითქოს არ მეგრძნოს, არ განმეცადოსადრე და შემდეგ... ამ წუთის გარდა.მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის,მაგრამ დუმილის უსაზღვრო სივრცემმე დამიბრუნა მისი ჩურჩული,მე გავიგონე და რაღაც ვიგრძენ.მე გავიგონე მისი ჩურჩულიდა თითქოს გული შებრუნდა წაღმა -ჩუმი ღიღინით შევუდექ აღმართს,ჩემი ფიქრის და ოცნების აღმართს.
. . .
მაგრამ ვაი, რომ ის აღარ არის...უეცრად გაჰქრა პატარა ქალი.მხოლოდ გამხმარი იასამანი -იმ ერთი წუთის მოსაგონარიაქამდე შერჩა პოეტის ოთახს,მძიმე ფიქრებით ავსებულ ოთახს,მტვრიან წიგნებით სავსე მაგიდას,ვნებით, ოცნებით გადამწვარ ჰაერს,თამბაქოს კვამლით გაბოლილ ჰაერს...და როცა ქარის მოქროლებიასამანის რტოს შეარხევს ოდნავ,სიტყვასთან ბრძოლით დაქანცულ პოეტსესმის შრიალი იმ ერთი წუთის,ბედნიერების იმ ერთი წუთის,დაუვიწყარი და კარგი წუთის.
მზე თრიალეთის მთებს მიეფარა,კარგა ხანია მზემ დაისვენა...მე ისევ ვუსმენ ზაფხულის რამისსიცხიან ფიქრებს.ვუსმენ და ვუმზერ.სადღაც, ქალაქის დიდ სამრეკლოზეისევ ხმამაღლა რეკავს საათი.რეკავს საათი და მაინც სძინავთნათელ პროსპექტებს, ბნელ შესახვევებს.ქუჩების პირას ბნელი სახლები,დიდი სახლები დგანან და სძინავთ -თითქოს შეუსვამთ დუმილის ბანგი,და გიკვირს,ვისთვის რეკავს საათი!უსმენ და გიკვირს.. ფიქრობ და ხვდებიის რეკავს შენთვის.სიჩუმევ, ჩემი ფიქრების დედავ,ამიშრიალე ოცნების ფრთები,ამიხმაურე მშვიდი ფიქრები,ცდაში დავმარცხდე თუ დავმარცხდები!მე შენ საათის რეკვაში გხედავ,ჩემი ფიქრების და პაპიროსისკვამლით გაბოლილ ოთახში გხედავ,თუკი რამ მითქვამს -შენ მათქმევინე,მიშველე,ახლაც ჩამიდგი ენა,მიშოვე სიტყვა და მომეც ფრთები,სიჩუმევ,შენ ხარ ჩემი სამრეკლო,ჩემი ფიქრის და ლექსის სამრეკლო!
შორს,აიდაჰოს მშვენიერ შტატშიმოულოდნელად გავარდა თოფი -ტყვიაში თურმე სიკვდილს ეძინა...მან გააღვიძა და მოჰკლა კაცი,ვინც წინა ღამით ხედავდა სიზმრადწითელფაფრიან უდაბნოს ლომებსდა სანადიროდ ემზადებოდა.ის სანადინროდ ემზადებოდა,სიზმრად ხედავდა უდაბნოს ლომებს,მაგრამ დაცინვით უმზერდა ლულა -ტყვიაში თურმე სიკვდილს ეძინა.კაცს გაღვიძებულს დილაადრიანჰქონდა სურვილი, ჰქონდა მისანი,მაგრამ ლულიდან ცბიერმა ტყვიამევას თვალივით გამოიხედა...ტყვიასაც თურმე ტანჯავს მიზანისახელის შოვნის და უკვდავებისდა ცივ ყალიბში ჩამოსხმის დღიდანარჩეულ ნიშანს დაცინვით უმზერს.
კაცის გონებით და ხელით შექმნილსგამოჰყოლია ბუნება კაცის -მასაც სურს იყოს ცნობილი ქვეყნად,მონატრებია სახელი მკვლელის...ჯავრი კლავს უგზოდ დაკარგულ ტყვიასდა დავიწყების ედება ხავსი.ვით სიკვდილის წინ უმიზნო კაცითავის გაჩენას წყევლის და ნანობს.
არის ნათელი და ბნელი ტყვია,ბნელი დაეძებს ღირსეულ ვაჟკაცს,მისი მსხვერპლია ხალხის რჩეული,მისი გმირი და მისი მოძღვარი..
შორს,აიდაჰოს მშვენიერ შტატშიმოულოდნელად გავარდა თოფი -ტყვიაში თურმე სიკვდილს ეძინა.ამ ბნელმა ტყვიამ მე გამახსენაბოროტი ტყვია -ილიას მკვლელი.და მიკვირს ძლიერ,რად ვუფრთხილდებით,რისთვის ვინახავთ საგურამოში.დაცინვით გვიმზერს ვერაგი ტყვია,როგორც იუდას ცბიერი თვალი,და ავაზაკთა ნათითურებზეაღბეჭდილია სირცხვილი ჟანგი.შორს,აიდაჰოს მშვენიერ შტატშიმოულოდნელა გავარდა თოფი -მაგრამ ვერ მოჰკლა ხალხი რჩეული.ის მოკვდა მთებში ბრძოლით დაღლილი,უკანასკნელი თეთრი ვეფხვივით.
ასევე უცებ -ორი წლის წინათ,პოეტმა სცადე ცისკენ გფრენა,ცაში სიკვდილი, თავის გაწრვა,გალეგენდება და გაზღაპრება...მან წინა ღამით იხილა სიზმრადმიუწვდომელი მთაწმინდის მთებიდა ჩამოესმა ყივილი ციდან,მძლავრი შრიალი არწივის ფრთების.იმ არწივივით გაფრენა ცისკენგულსაც სწყუროდა, სულსაც სწყუროდა,სწყუროდა ძლიერ, დაუსაბამოდუკიდეგანოდ, უსასრულოდა!მას იზიდავდა დიდი მთაწმინდადა სივრცეებში დაკრულ ტაში,მონუსხულივით ცისკენ გაფრინდასული არტისტის, ჟინიან ბავშვის...წამოდგა როგორც ხიმიკაურიდა მიეგება აღსასრულს გზაში.არა, მას შუქი დიდ სიამეთაარ მოჰკლებია თბილისის მზის ქვეშ,არც კაეშნიან ცისფერ ღამეთატეხვა, თენება თბილისის ცის ქვეშ.დიდი ხმაური და მდუმარებანაცნობ ქუჩების და ნაცნობ ხეთა,უცნობ ქუჩების იდუმალება,ახალი წყნეთი და ძველი მცხეთა...ჭვრეტა ლამაზი გადასახედის -ვერის დაღმართის და ვერის ხიდის,დილაარიან ვერის ბაზარშიგავლა-გამოვლა გაღეღილ მკერდით,არ მოსწყენია ხმათა ხავერდი,სუნი ალერდის, თქმა ალავერდის,ბაზარსი, დახლთან დალოცვა ხალხისდა ჟრუანტელი პირველი არყის...არ მოსწყენია საქართველოსაცმისი სიცოცხლე და მისი ეშხი,მისი სიმღერა და მისი ლოცვა,კიპარისივით მაღალი ლექსი.არ მოსწყენია, მაგრამ სხვა არის,ალბათ, სხვა არის... სიკვდილის ცაში.მიუწვდომელი, გაუგებარი -ის სიცოცხლეზე უკეთესია,პოეტისათვის კარგი სიკვდილიუკანასკნელი კარგი ლექსია!და როცა იგი დამსხვრეულ ფრთებით,გატეხილ შუბლით ჩვენს წინ ესვენა -მე გავიფიქრე,ის არის ცაში,ის არც ყოფილა, ის მოგვეჩვენა.
მზე ლამაზია, როცა ამოდისდა უფრო კარგი - როდესაც ჩადის,მე შორით ვეტრფი მის დაბადებასდა ვესლმები მის ლამაზ სიკვდილს...მაგრამ შუადღე, დიდი შუადღე,მე მიმაჩნია შექების ღირსად:თან მოაქვს რაღაც დიდი და კარგიმის ხორშაკიან პაპანაქებას.
დიდ მზეში თბება დამზრალი ძვლები,მზევდება კაცის სისხლი და ხორცი,გვაშრება ტანზე ოფლი და ჭუჭყი,შორდება სხეულს, მტვერდება მზეში.ყველა სხეულში და ყველა ნივთში,ბალახში, ხეში და წვიმის წვეთში,ახლად წამოსულ თოვლის ფანტელშიმისი სხივები დაფარფატებენ...ახლად ამოსულ მინდვრის ყვავილშიზის ანდამატი და მზეს იზიდავს,მებადურივით მზის სხივებს იჭერს.
მზისკენ, დიდ მზისკენ, მხურვალე მზისკენ,გავარვარებულ შუადღის მზისკენ -ზამთრის ყინვების, სიცივის შემდეგხელებგაწვდილი მივილტვით ყველა:ძლიერი კაცი, სუსტი პეპელა,კვირტი დამზრალი, ხე ნაზამთრალი,რომ გამოვტაცოთ მზეს ჩვენი წილი,ჩვენი არჩივი სითბო და შუქი.მისი სინათლე და სითბო გვშია,ვსუნთქავთ მზის სხივებს და მის ოხშივარს.მზის სხივი შედის გათოშილ ფესვში,მიწიდან მისი ჩურჩული გვესმის,მზის სხივი შედის კაცის ძარღვებსი,მზის სხივი შედის კაცის თვალებში,სისხლივით შედის ვაზის ლერწმებში,ფოთლებს და მტევნებს ეალერსება,ალათ, ამიტომ გვათბობს და გვთენთავს,გვაბორიალებს და გვათრობს ღვინო...ყველაზე მეტი მზე თვალებშია,ფართოდ გახელილ ქალის თვალებში.ალბათ, ამიტომ გვათბობს თვალები,ალბათ, ამიტომ გვათრობს თვალები!მზე დიადია, ყველას გვეყოფამისი ნექტარიც და მისი შხამიც,როცა მზეში ვართ, მზეში დავდივართ,ჰგავს საუკუნეს გავლილი წამი,მაინც სიხარბით იზრდება გული -ჩვენი სურვილის საწყაო ვრცელი.არ გვყოფნის სხივი მზის ნაბოძები,არ გვყოფნის წამი მზის ნაბოძები,და სხვა უცნაურ სასწაულს ველით.ელავს, აშუქებს, მივდევთ და ველტვით,მისკენ ვისწრაფვით და გვინდა მეტი,მზისკენ გაწვდილი თვალები გვტკივა,მზისკენ გაწვდილი ხელები გვეწვის.
ოდესღაც, დიდი ლაშქრობი წინ მათხრახის ცემითდააცხრო თურმე დიდმა ქსერქსემ ზღვა ბორგანული...ზღვა ბოროტია,მრისხანე და შეუპოვარი,დაუნდობელი -დაგმობის და გაკიცხვის ღირსი,ის თავის ძალას უგუნურად იყენებს ხშირად.
ამბობენ -იგი კეთილია.. მან ხომ მებადურს,ღარიბ მებადურს მარგალიტი დიდი აჩუქა.
ზღვა ცხოვრებაა -ზოგს უღიმის, ზოგს ემუქრება.
ზღვის პირას ჭაბუკს ტალღამ დაჰკრა და გააბრუა.მუხანათურად მიეპარა, კლდეს მიანარცხა...
ზღვა ბობოქრობდა,იგი მაინც წამოდგა ფეხზე.
სტკიოდა ძვლები,იგი მაინც წამოდგა ფეხზე.სტკიოდა ხორცი,იგი მაინც იღიმებოდა...იღიმებოდა,მას რცხვენოდა -ეთქვა მიშველეთ.ეთქვა ხმამაღლა -ვიღუპები, მოდით, მიშველეთ!ტალღა ითრევდა, ახრჩობდა და ... იღიმებოდა.ის უხერხულად და უმწეოდ იღიმებოდა,ფეხქვეშ ქვიშა გაურბოდა, იღუპებოდა.იღუპებოდა, მაგრამ მაინც იღიმებოდა,ის უხერხულად და უმწეოდ იღიმებოდა.ნაპირზე იდგნენ მეგობრები და ხელს უქნევდნენ,მათ სწამდათ მისი ვაჟკაცობა, ძალა ვეფხური,კარგად ხედავდნენ მის უცნაურ განწირულ ღიმილს,და მაინც მშვიდად მის გამოსვლას ელოდებოდნენ.
ის გრძნობდა -ბედი ღალატობდა. . .ზღვა ბობოქრობდა.და ვერ გაბედა, ვერ გაბედა, ვერ დაიძახა.ვერ დაიძახა -ვიღუპები, მოდით, მიშველეთ!ვერ დაიძახა...
მეგობრები იდგნენ ნაპირზე.ის იხრჩობოდა და უმწეოდ იღიმებოდა...
და იგი ისე დაიღუპა, არ თქვა: მიშველეთ.არ თქვა -მიშველეთ...ასეთია ბედი ამაყთა.
მახსოვს, მეც ერთხელ სიჭაბუკეშიზღვამ მომიტაცა, მაგრამ გადავრჩი...და ხშირად ვფიქრობ -როგორ გადავრჩი,იმგვარ ღელვაში, იმგვარ წარღვნაში
. . .
ცაზე მზე იყო, დღე იყო მშვიდიდა არსაიდან ველოდი ავდარს.მე მივცურავდი, ძალ-ღონეს ვცდიდი,ზღვა იყო წყნარი და მიზიდავდა.არად ვაგდებდი პატარა ღრუბელს,მქონდა იმედი მუხლის და მკლავის.მე მეძახოდა ზღვის თბილი უბელურჯი ცისა და ზღვის შესრთავი.ღონე მერჩოდა, სურვილი მქონდა,ზღვას მივაპობდი მკერდით ძლიერით,მეგონა, მალე გამოჩნდებოდაუსაზღვრო სივრცის დასალიერი,მეგონა, მალე დავინახავდი,სულ სხვა სივრცეებსდა სულ სხვა ნაპირს,შორს, შორს მოჩანდა ნატვრის ნახატი,მისკენ მეძახდა ოცნება სწრაფი.მაგრამ უეცრად მძლავრმა ქარბუქმაგაბოროტებით ზღვას დაუბერა,აიმღვრა წყალი, ზეცა გამუქდა.მზე დააბნელა შავმა ღრუბელმა.იდუმალ ძალით და წაქეზებითღრუბლიდან მეხმა მესროლა ელვა,თვალებში გამკრა ცეცხლის კვესები...და ზღვამ ბოროტად დაიწყო ღელვა.თურმე მრისხანე პოსეიდონიმითვალთვალებდა ღრუბლების ტახტით.ულამ ტალღები დასძრა დიდრონიაბორგებული ქარიშხლის ლახტით.ალბათ, შეშურდა უცნობ ჭაბუკისდაუდგრომელი ოცნების ძალა,მზეს მოეფარა, ჩამიქრო შუქი,ზღვაზე ნავარდი არ დამაცალა.არ მოველოდი ამგვარ შერისხვას,მყის ნაპირისკენ ვიბრუნე პირი,სივრცემ წყვდიადი ფრთები შეისხა,არ დამანახა შორი ნაპირი.მრისხანე ღმერთის და ზღვის ხარხარზევიგრძენ, დაღუპვის ჟამმა დარეკა...და მოდიოდა ტალღა ტალღაზეჩემ შესამუსრად და წასალეკად.მაგრამ ოდითგან ღმერთების მსგავსადძალა ჰქონია ადამის ძესაც -ქვითინის ნაცვლად სიმღერა დავძარ,სიმღერა ვუთხარ ღრუბლიან ზეცას.ზეცის გუგუნში და ზღვის გრგვინვაშიგულაღმა მწოლი ვამბობდი ლექსებსდა სიკვდილის წინ ვმღეროდი ზღვაშიგამარჯვებაზე და სიცოცხლეზე!და გაცოფებულ ტალღების ხმაურს,წამებას სულის, წამებას ხორცისმე შევყურბდი როგორც სასწაულსდა როგორც ჩემი ოცნების ქორწილს.გაოგნებული და დაქანცულიდა გაროზგილი ტალღები ცემითმე მივცურავდი როგორც ნაფოტიდა შევცქეროდი ცას გაოცებით...არად ვაგდებდი ზღვის აზვირთებას,გაბოროტებულ ტალღების კივილს -და აღარ ვგრძნობდი სულის კირთებას,სულის წამებას და ხორცის ტკივილს.რადგან იმედი მე მქონდა ერთი.რომ ჩემი ბედის განწირულ ხომალდსიხსნიდა ისევ მრისხანე ღმერთის -პოსეიდონის რისხვის დაცხრობა.და, მართლაც, თითქოს ამის დასტურად,ჩამოეცალა ღრუბელი მზესა,მრისხანე ღმერთმა ზღვა გადასცურ,ჩადგა გრიგალი, გამოჩნდა ზეცა.
მაგრამ სად არის, რად დავივიწყეჩემი პატარა პოემის გმირი -გოგონა, ვისაც ვარდისუბანიეტრფოდა როგორც მაისის ყვავილს?ვინც იასამნის ცისფერი ტოტითესალმებოდა ზეცაში მფრინავსდა უგზავნიდა უცხო მთა-გორებს,შორეულ ქვეყნებს, უცხო ქალაქებსსაჩუქრად თავის მშვენიერ ღიმილს.
ვინც ყოველ დილით, ადრიან დილით,პატარა სახლის ღია სარკმლიდანგაუღიმებდა ფართო ფანჯარას,სადაც უცნობი მაღალი კაციშეუსვენებლად, დღითა და ღამითებრძოდა ფიქრებს, სიცხიან ფიქრებს,ვნებით, ოცნებით ავსებულ ჰაერს,თამბაქოს კვამლით გაბოლილ ჰაერს,წერდა და შლიდა, წერდა და შლიდაქაღალდზე შავად გავლებულ ხნულებს,დასჩერებოდა დახოცილ აზრებს.გადამწვარ ბწკარებს და თეთრ ხარვეზებს.დასჩერბოდა დაღლილ თვალებითნათურის ირგვლივ დახოცილ პეპლებს,თამბაქოს ფერფლით მოთხვრილ მაგიდასდა ნამწვავებით სავსე საფერფლეს.რად დავივიწყე.. ის ხომ იმ დღიდნ,იმ უცნაური შეხვედრის დღიდან,იქცა იმედის იდუმალ სხივად,პოეტის უთქმელ სიმღერად იქცა.რაღაც განგებით, უცნაურ ბედადგამოკრთა შუქიც ცთომილ ვარსკვლავისდა დაეჭვებულ სულის იმედადგადმომაწოდა რტო იასამნის.აი, ეს იყო, მხოლოდ ეს იყოუსიტყვოდ თქმული თავი და ბოლო,მისი გმირობა მხოლოდ ეს იყოდა თავგანწირვაც ეს იყო მხოლოდ.
მე ვერ ვუმღერე იმ თეთრი ვეფხვის,დაღლილი ვეფხვის ღონიერ ტორებს,ვერა ვთქვი კარგად, არ მეყო ძალა,ვერ ვუთხარ ქება მის ძლიერ ხელებს.ტყვიით დაცხრილულ და ძლიერ მკლავებს...მწველ იარებით და ჭრილობებითდაფარულ გულ-მკერდს,ჩამტვრეულ ნეკნებს...
შავი მანქანის თეთრ კლავიშებზეკაკუნით, ცემით დაბეგვილ თითებს,ხარებთან მებრძოლ ტორეადორისრქებით დაბასრულ ძარღვიან მაჯას.ვინც მოუხმობდა თავისუფლებასდა ამხნევებდა დაჩაქრულ ერებს:ვინც სიკვდილის წინ ძმად გაეფიცაპატარა კუბას და ფილდე კასტროს...ვინც ესპანეთის თაკარა მზეში,შორეულ გზებზე და მაღალ მთებში,ფართო ქუჩებში, დიდ მოედნებზე,ერკინებოდა მძვინვარე ხარებს,ვინც საფრანგეთის გაშლილ ველებზედა იტალის მშვენიერ ცის ქვეშებრძოდა ხარებს, ცოფიან ხარებს...
მათ აგიჟებდა მკაცრი ყიჟინადა მისი სიტყვის წითელი ფერი,ერეკებოდა სიტყვის მახვლით,იმორჩილებდა დიდი სიმღერით.და ისე მოკვდა, ისე დასრულდამისი ცხოვრების დიდი ფიესტა -ვერა ვთქვი კარგად...თუმც გულით მსურდავერ მივიტანე სიმღერა მზესთან.ვერა ვთქვი ქება დალეწილ ფრთების,ცამდე აწვდილი მაღალი ფიქრის,კიპარისივით მაღალი ლექსის,სიცოცხლის იქით, სიკვდილის იქით,სამღერებელის დღესაც და ხვალაც,საგონებელის ხვალაც და ზეგაც,სიმღერის -ჩვენი დიდი დროების,დღესაც და ხვალაც, ზეგაც, მასზეგაც,იმის იქითაც დარეკილ ზარის,მისი გუგუნის და მყუდროების.მოკვდა... დასრულდა დიდი სიმღერა,ის მიეგება აღსასრულს გზაში,მხოლოდ მან შესძლო სიმღერა ცაში,მხოლოდ მან შესძლო სიკვდილი ცაში.
როცა ბავშვებით სავსეა სახლი,როცა ბავშვებით სავსეა ეზო,გული ყოველთვის მათკენ მეძახის,მაგრამ... უთქმელად და უალერსოდჩემს ირგვლივ მათი ძახილი ისმისდა მეც ვიღაცა მეძახის მამას.მიყვარს ბავშვები ჩემიც და სხვისიც,მაგრამ სიყვარულს რატომღაც ვმალავ.ასეთ სიყვარულს რად უნდა მალვა?მაგრამ რატომღაც ვერ გამომითქვამს.ალბათ, ასეთი ვიქნები სანამ -სანამ ცოცხალვარ და სული მიდგას.
ალბათ, ამიტომ უცნობ გოგონასშორი ღიმილით და შორი სალმითმივაცილებდი ჩემი ფანჯრიდანდა კმაყოფილი ვიყავი ამით.შორი ღიმილით და შორი სალმით...გვიან გავიგე, რომ მან იცოდა -იცოდა, რისთვის დაარქვეს თამარ...
ჩვენი შეხვედრა ცხოვრების გზაზენათესავ სულთა შეხვედრას ჰგავდა,რაღაც ძლიერი და რაღაც ნაზიჩვენს შორის იდგა და გვიზიდავდა.შემომხედავდა ბავშვური რიდით,გზად მიმავალი თავის სწორებთანდა რაღაც, ძლიერ კარგი და დიდი,ჩვენ შორის იდგა და გვაშორებდა.ვხედავდი, როგორ ხვდებოდა გუნდამაღლა აწეულ პალტოს საყელოს,ეფინებოდა ქერა ნაწნავებს,ყურის ბიბილოს, ატმისფერ ლოყებს -და ამშვენებდ მის ბავშვურ ღიმილსმსუბუქი თოვლი, სპეტაკი თოვლი...
ეჰ, რ კარგია... იფრქვევა თოვლიდა მოჰქრის შენკენ ნასროლი გუნდა.გამოგიტყდებით -ვამჩნევდი შორით -მის ტოლ გოგონებს სწყინდათ დაშურდათ,რადგან ბიჭები ყველას არ თვლიანპირველი ფიფქის და გუნდის ღირსად;მაისის ვარდს და გუნდას ესვრიანფარულად გული აირჩევს ვისაც!მაისის ვარდი და თოვლის გუნდა -თუ დამიჯერებთ, ორიევ ერთია,ორივეს გულით დახვედრა უნდა,ორივ ბედია!არ გეტკინება თუნდ მოგხვდეს ათგან,ყურის ბიბილო აგიწვას თუნდაც,არ გეწყინება, იღიმი... რადგანჭაბუკის გული თან მოსდევს გუნდას.იღიმი, მიხვალ, გული გაქვს ღია,და წამწამებზე გეფქრქვევა თოვლი,მაისს ვარდად იქცევა ტყვიაცთუ სიყვარულით არის ნასროლი!
შენ არ იცოდი, გოგონავ კარგო,შენი ბავშვური ღიმილის ძალა,ცისკენ გაწვდილი პატარა ხელისდა იასამნის ღიმილის ძალა!
შენ ახარებდი მიწაზე პოეტს,შენ ამხნევებდი ზეცაში მფრინავს,და რკინის ფრთებქვეშ გაშლილ მთა-გორებს,უცხო ქალებს და უცხო ქვეყნებ,მგზავრების ფეხქვეშ გაფენლ ქუჩებს,მთებზე გადავლილ ღრუბლებს და ჩრდილებს,სოფლის ბოგირებს და რკინის ხიდებს,ხიდებზე ზანტად მიმავალ მგზავრებს,უძილო მგზავრებს, ჩქარ მატარებლებსეფინებოდა ღიმილი შენი.
შენ არ იცოდი, გოგონავ კარგო,იმ მშვენიერი ღიმილის ძალა,ჩემკენ გამოწვდილ პატარა ხელისდა იასამნის ღიმილის ძალა.
შენ არ იცოდი გოგონავ კარგო,შენი ღიმილის ეშხი და ძალა,შენი ღიმილის და იასამნისლურჯი ღიმილის ეშხი და ძალა,შენ არ იცოდი... თუმცა ვინ იცის,... დადის და ფიქრობს მაღალი კაცი.
შენ არ იცოდი... თუმც სილამაზემრაღაც ფარული გუმანით იცის.ხანდახან იგი უცხო თვალებითსაკუთარ ღიმილს უმზერს, განიცდის.იქნებ არ იცის, იქნებ არ იცის?. . . დადის და ფიქრობს მაღალი კაცი...ალბათ, არ იცის მშვენიერებამ!. . . დადის და ფიქრობს მაღალი კაცი...ალბათ, არ იცის მშვენიერებამსაკუთარ თვალთა ეშხი და ძალა,ალბათ, ამიტომ თავის გარშემომრავალ ოცნებას, ნატვრას, იმედებს,საჭვრეტად მოსულ გულებს და თვალებსშეუბრალებელ ღიმილით მუსრავს.
ალბათ, არ იცის... ალბათ, არ იცის.და როს შეიცნობს საკუთარ ძალას,როცა მიხვდება, უმალვე ჰკარგავს,უმანკო ღიმილს, მიმზიდველ ჯადოს,პირველი თოვლის მშვენიერბას.
შენ არ იცოდი... შენ არ იცოდი!... დადის და ფიქრობს მაღალი კაცი.
გახსოვს ის ბიჭი, პირველი თოვლიპირველი გუნდით ვინც მოგილოცა?პირველი თოვლის პირველი გუნდითდა გულისძგერით გამთბარი გუნდით.
გუნდას თან გაჰყვა ფერმკრთალი ბიჭის,შეცივნულ ბიჭის ნათითურები.ნაზად შეეხო ქერა ნაწნავებსფერმკრთალი ბიჭის ნათითურები.პირველი თოვლი დაეფრქვა მხრებზე,გოგონას მხრებზე გამთბარ ნაწნავებს.
ნაზად შეეხო გამთბარ ნაწნავებსფერმკრთალი ბიჭის ნათითურები...თითებს კი თოვლში სციოდათ ძლიერ.
გოგონამ იგრძნო ნაზი შეხებაგამხდარი ბიჭის თბილი თითების...თითებს კი თოვლში სციოდათ ძლიერ.
გოგონა შეკრთა და მოიხედა,სხვა არაფერი, მან მოიხედა.მან მოიხედა და გაიღიმა...არა, მას ჰქონდა სახე გამწყრალი,თვალები დიდი - განრისხებული.მაგრამ თვალებში, კეთილ თვალებში,მის განრისხებულ დიდრონ თვალებშიფერმკრთალი ბიჭი ხედავდა ღიმილს,პირველი თოვლის მშვენიერ ღიმილს.
მირბოდა იგი და ნაწნავებზეთბილი თითების შეხებას გრძნობდა...თითებს კი თოვლში სციოდათ ძლიერ.
შენ არ იცოდი, გოგონავ კარგო,შენი ღიმილის ეშხი და ძალა,შენ არ იცოდი... თორემ იმ დილითიმ ბიჭს ღიმილით არ შეხედავდი.შენ არ იცოდი, შენ არ იცოდი.იქნებ იცოდი, შენ არ იცოდი.იქნებ იცოდი, იქნებ იცოდი?!. . . დადის და ფიქრობს მაღალი კაცი...იქნებ იცოდი, იქნებ იცოდი,იქნებ იცოდი, შენი უბადლოთვალების ძალა, ღიმილის ფასი?. . . დადის და ფიქრობს მაღალი კაცი...დადის და ფიქრობს, ახლაც არ იცის,და ვერც გაიგებს და მაინც გმადლობს!
და ერთხელ ისე ჩამოდნა თოვლი,ისე აჭრელდა მთაწმინდის კალთა,შორეული ცათა და ზღვათა მოვლითმზის თვალი ისე ამობრიალდა.ისე წავიდა თოვლიც, ზამთრაიცდა გაზაფხული ისე დაბრუნდა -ქერა ნაწნავებს, მაღალ საყელოსარ მოხვედრია არც ერთი გუნდა.ისე აყვავდა ეზოში ვარდი,იასამანი თეთრად და ლურჯად,თამარის ხმა და მისი ნავარდიაღარ უგრძვნია პატარა ქუჩას.
ის იწვა ჩუმად რბილ სარეცელზე,გულაღმა იწვა და გათეთრებულჭერს შესცქეროდნენ დიდი თვალები -უდროო ფიქრით, მაცთური ბედითგაოცებული დიდი თვალები.
ის იწვა მაღალ თეთრ პალატაში,თეთრად შეფეთქილ კედელთა შორის,ფართოდ გაღებულ ფანჯარის ახლოს,უცხო ლოგინზე და უცხო ჭერქვეშ..იწვა გულაღმა და გასცქეროდაცას გაოცებულ დიდრონ თვალებით.ღია ფანჯრიდან მოჩანდა ზეცა,თბილისის ზეცა, მაღალი ზეცა,ვარსკვლავიანი, ლურჯი, უნისლო,დაუსაბამო და უსასრულო...მან არ იცოდა, რომ არის ქვეყნად,რომ არის ქვეყნად ძლიერი სენი,დაუძლეველი და შემმუსრავი,უხსენებელი და დაუხსნელი.
მან არ იცოდა, მაგრამ ყველაფერსეუბნებოდნენ დედის თვალები,უეცრად ელდით და შეშფოთებითპირგამეხებულ დედის თვალები.სხვათა მკურნალის, სხვათა მშველელის.და ყოვლისშემძლე დედის თვალები...და გარდუვალის მოახლოებას,რადგან ის რაღაც -ყოველდღიურადშეუბრალებლად სპობდა მის ღიმილს.
ის იწვა ჩუმად და გათეთრებულჭერს შესცქეროდა დიდი თვალები,ჩაფიქრებული, ბედის ცვალებითგაოცებული დიდი თვალები.
გარეთ კი იმავ მთვარიან ღამითეხეტებოდა ქუჩებში ბიჭი,დაღონებული, ფერმკრთალი ბიჭი...შეწუხებული ფერმკრთალი ბიჭი...მიაბიჯებდა და სწუხდა ძლიერ,მისჩერებოდა თბილისის ზეცას,ლუჯრი მინდვრების უსაზღვრო სივრცეს,მიაბიჯებდა და აკლდა რაღაც.მიბარბაცებდა ფეხის ბორძიკითდა აკლდა რაღაც კარგი და დიდი -დაუსაბამოდ, ფიქრის საზღვრამდეის,სულის საზღვრამდის,უფრო შორს, იქით,უსაზღვროების შავ მინდორს იქით...ის მიდიოდა ფეხის ბორძიკით.
ის მიდიოდა თეთრ გვირილეში,თეთრ გვირილებში ვარდისფერ კაბით.გვირილებს გული ჰქონდათ ყვითელი.
ხელში ეჭირა ერთი გვირილა,გვირილას გული ჰქონდა მზისფერი.
ის მოდიოდა და თეთრ გვირილებს,ლამაზ გვირილებს ფეხს არიდებდა.
მწვანე მინდორზე თეთრ გვირილების,თეთრ გვირილების ცვიოდა თოვლი,მაგრამ არავინ ესროდა გუნდას.
დაღონებული ფერკმრთალი ბიჭიიდგა, უმზერდა და სწუხდა ძლიერ...
ის სწუხდა ძლიერ, დაუსაბამოდ,სულის საზღვრამდის, იმ საზღვარს იქით...მას აკლდა რაღაც უსაზღვროდ დიდიდა მიდიოდა ფეხის ბორძიკით.
ღია სარკმელთან მაღალი კაციიდგა, ფიქრობდა და სწუხდა ძლიერ...ირგვლივ იგივე იყო ყოველიდა სასაფლაოს გალავნის ქვემოთისევ მოჩანდა პატარა ქუჩა,ლურჯი მესერი და მწვანე ეზო,დაბალი, სახლი და იასამნის,ღია ფანჯრისკენ წასული ტოტი.იგივე იყო ირგვლივ ყოველი.იდგა პოეტი და სწუხდა ძლიერ.ის სწუხდა ძლიერ, მას აკლდა რაღაც.რაღაც პატარა და ძლიერ დიდი.თვალს აყოლებდა ზეცაში მფრინავს,იდგა, ფიქრობდა და სწუხდა ძლიერ.
სწრაფად მიჰქოდა ცაზე მფრინავი,უმზერდა მიწას და სწუხდა ძლიერ.
იგივე იყო ირგვლივ ყოველიდა გაშლილ ფრთებქვეშ,ფოლადის ფრთებქვეშ -ძველ სასაფლაოს გალავნის ქვემოთისევ მოჩანდა ნაცნობი ქუჩა,მაღალი სახლიც, დაბალი სახლიც,შავი ასფალტი და მწვანე ეზო,ლურჯი მესერი, ღია ფანჯრა...ის მიფრინავდა და სწუხდა ძლიერ,რადგან ღიმილი, კარგი ღიმილიაღარ მიჰქონდა ძლიერი ფრთებით,შორეულ მთების, უცხო ქვეყნების,მწვანე მინდვრების და ქალაქეისმოწმენდილ ცაზე, უღრუბლო ცაზე.
ღია სარმკელთან იდგა პოეტი,იდგა, ფიქრობდა და სწუხდა ძლიერ...თუმცა იცოდა, რომ სადღაც, ვიღაცდა არა მარტო სადღაც და ვიღაც -ათასგან, ბევრგან, ყველგან და ბევრიღამეთა ტეხვით, დღისით, დღედაღამ,გამოღამებულ, დაღლილ თვალებით -თავის შეწირვით, გზნებით და ვნებიტ,თავდახრილი და ჩაფიქრებულიეძებდა წამალს, იმ მწარე წამალს,მომაკვდავ ბავშვის გადასარჩენად.
დრო მიდიოდა... მან ეს იცოდა,მან ეს იცოდა და სწუხდა ძლიერ.ის სწუხდა ძლიერ, რომ მიდიოდა...შეუბრალებლად დრო მიდიოდა.
და ჩაბნელებულ თეთრ პალატაშიფიქრობდა დედა...
არ არის ღმერთი...ნუთუ არც იყო?
არ იყო ღმერთი,არ არის ღმერთი.
არ არის ღმერთი და არც იქნება.ოჰ, არც იქნება, რომ მისმა ნებამგადაარჩინოს გოგონა ერთი.
მიმოიხედა.. არ იყო ღმერთი,არც კაცში იყო ღმერთის გონება,რომ დამდგარიყო გოგონას გვერდითდა შეემუსრა ბოროტი სნება.
არც კაცში იყო გონება ღმერთის,ან ვერ შემუსრა შავი სიკვდილი,და მის მაგიერ გოგნას გვერდითთეთრ სარეცელში ჩამოწვა ჩრდილი...ხოლო ცა იყო ღმა და უძიროშავ ვარსკვლავებით ამოვსებული,და ტელფონი ღამეს უძილოსუყეფდა, რეკდა გაოცებული.ბნელ კაბინეტში წკრიალით ჩქარით,იდუმალ ხელის განკარგულებით -ხან მოთმინებით,ხვეწნით,მუდარით,ხან -მოთმინებადაკარგულივით.ვის უძახოდა, ვის მოუხმობდაჟრუანტელივით გამბული ზარი,ვის აბრალებდა,პასუხს ვის სთხოვდა -სიკვდილს?სიცოცხლეს?ორივეს ერთად...ორივეს ერთად და ყველას ერთადეკითხებოდა და პასუხს სთხოვდა.ღამეთა ტეხვით, დღისით, დღედაღამ,გამოღამებულ დაღლილ თვალებითწუთით წათვლემდა ფერწასულ ექიმს,ფიქრებით ბრძოლით დაქანცულპოეტს,თბილისის ცაზე გადავლილ მფრინავს,ქვეყანას მძინარს და ძილში მღვიძარს -ყველას უხმობდა გაბმული ზარი,ეკითხებოდა და პასუხს სთხოვდა.მაგრამ არავინ არღვევდა დუმილს,არვინ შეაღო ოთახის კარიდა მიტოვებულ უძილო ყურმილსაცახცახებულ გამბული ზარი.
- მოკვდა...თქვა ჩუმად მოწყალების დამ.ჩუმად თქვა, გულში...ჩუმად თქვა, მაინც გაიგო დედამ.გაიგო, მაგრამ თქმა ვერ გაბედა.
- მოკვდა...ამოხდა ბურანში ექიმსდა შეშლილივით ტელეფონს დასწვდა.შეწყდა წკრიალი, შეწყდა მუდარა,მაგრამ ძახილი ბნელ ქუჩებს გასცდა.
- მოკვდა...შეწუხდა ცაში მფრინავიდა სევდიანად დახედა თბილისს.
- მოკვდა...გაისმა ქუჩის ძახილი.ვეღარ გაუძლო დუმილს და ლოდინს,ძახილი მისწვდა პატარა ეზოს,დაბალი სახლის ღია ფანჯარას,და იასამნის შეირხა ტოტი.
- მოკვდა!...ხეების გამოძახილიმაღალი ფანჯრის მიაწყდა რაფას,ფეხზე წამოდგა დაღლილი კაციდა ფანჯარასთან მივიდა სწრაფად.
ქვევით, ქალაქის ბნელ სიჩუმეშიუძრავად იწვნენ ჩრდილები გრილი.მოაბიჯებდა მწუხარე დედაგაფითრებული და თმაგაშლილი.
ნუთუ მის ხელებს და მის გონებასვინც შეეჯიბრა დროსა და მანძილსუსაზღვრო სივრცის დასამონებლადვინც გააფრინა ზეცისკენ კაცივინც უხილავი, უჩინო მტვერი,მტვერზე უჩინო, მტვერის ნაწილიაქცია ცეცხლად და მისი გრგვინვითქვეყნიერებას დაუფრთხო ძილი,ვისი ხმაც, ვისი გულის ნაკვესიცამქვეყნად პირველ სიტყვად გაისმა,ვინც არფრისგან დაანთო ცეცხლი -ცეცხლი - ნაშობი არარაისა,ვისაც პირველად გაუჩნდა ქვეყნადგონების თვალი და ცნობის თვალი,გაუძლო მეხთა და ზვავთა შეხლას,ადუღა, აწრთო უტეხი რვალი,ვინც შეუცნობელ ვარსკვლავთა შორისოცნება თვისი გაათავხედადა ცის ჰორიზონტს დაადო ტორიბნელ სივრცეებში გადასახედად,ვინც ააყვავა უდაბნო ვრცელი:ადამის მოდგმის ოცნება ძველი.ვინც შეახეთქა ერთმანეთს მთები,დაბადა ზღვები, დააშრო ზღვები -არ შეუძლია დააშროს ცრემლი,პატარა ცრემლი, ის ჩუმი ცრემლი?!ნუთუ ამქვეყნად ყველაფრის მძლეველსპატარა ხელის არა აქვს ძალა -მოწმინდოს ცრემლი, დააშროს ცრემლი,რომელსაც დედა გმირულად მალავს?!ოჰ, შეუძლია... უძლეველიამისი ოცნება დიდი, ფრთამალი,უძლეველია მისი მარჯვენა:მას შეუძლია იფიქროს, მისწვდესდა მოიტანოს ქვეყნად წამალი -ის ერთი მუჭა მწარე წამალი,მომაკვდავ ბავშვის გადასარჩენად...მაგრამ ის ვეღარ უშველის თამარს.მწარე წამალი სჭირდება მაინც -სჭირდება დედას, რადგან არ სჯერა,რომ ძლიერია გონება კაცის,რომ ძლიერია კაცის მარჯვენა!...
სასაფლაოსკენ პატარა კუბოდიდი მანქანით მიჰქონდათ ნელა.დიდი სახლის წინ ნაცნობ ქუჩაზემან ჩაიარა უკანასკნელად.
ჩუმად მიჰქონდათ თეთრი ვარდები,ლურჯი იები, იასამნები.და ისე სწუხდა ვარდისუბანი,თითქოს გაზაფხულს მიასვენებდნენ.
ია-ვარდებში, იასამნებში,თეთრ გვირილებში იწვა თვალები.ბედის ცვალებით გაუხარელიდა დახუჭული დიდი თვალები.
ვარდებში იწვა მისი ღიმილი,როგროც კივილით გამწყდარი სიმი.ია-ვარდები, იასამნებიმიასვენებდნენ მშვენიერ ღიმილს.
ნაცნობ ქუჩაზე, დიდი სახლის წინმან გაიღიმა უკანასკნელად...
არ გაჰყოლია მაღალი კაცი.თუმც ბევრს ფიქრობდა და წუხდა ძლიერ...
ის წერდა, წერდა ცრემლით დაგანცდით,ის წერდა გულით და წუხდა ძლიერ.
და დაცქეროდა ღამის ნათურას,ჩამქრალ ნათურას, დახოცილ პეპლებს,ნამწვავებივით გადამწვარ პეპლებს,პეპლებს, დახოცილთ მუხანათურად,მტვრიან მაგიდას, დახოცი ფიქრებსდა ნამწვავებით სავსე საფერფლეს.
დამთავრდა გრძელი ღამის ქრონიკა,ცხელი ზაფხულის ღამის ქრონიკა,სიცხიან ფიქრთა, ფიქრიან ფიქრთა,ფორიაქიან ფიქრთა ქრონიკა.
თენდება... მაგრამ კვლავ დაღამდება,მოვა სხვა ღამე, მოვა სიჩუმე...მოვა და დავწერ სხვა ღამეების,გრძელ ღამეების ფიქრთა ქრონიკას.
და გახუნდება ზაფხულის ტახტი.გაივლის სიცხე, მზეც გახუნდება.მივეგებები ქარვისფერ დღეებსდა შემოდგომის ქრონიკას დავწერ.
მოვა ზამთარი. პირველი თოვლი.მოვა დ დავწერ ზამთრის ქრონიკას...გავა ზამთარიც და გაზაფხულისდა გაზაფხულის დადგება ჯერი,მარტის, აპრილის, მაისის ჯერი,და გაზაფხულის ქრონიკას დავწერ.ასე ვუმღერებგაზაფხულს, ზაფხულს,შემოდგომას და თოვლიან ზამთარს,და ჩემთან ერთად თქვენც შემოივლითჩემი ცხოვრების ცხრაველს და ცხრამთას.
და ჰა,ქალაქის დიდ სამრკლოზეაღარ ხმაურობს და დუმს საათი.თენდება, ქუჩის ხმაურმა შთანთქამისი ძახილი და გულის ძგერა.ელნათურები ქრებიან ჩუმადდა შენობები ახელენ თვალებს.
იღვიძებს უკვე დიდი თბილისი,მას სიჩუმეში ეძინა დიდხანს...დამთავრდა ერთი ღამის ქრონიკა,შენც გაიღვიძებ და წაიკითხავ!
1962 წ.