↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთრის პირს ჩემი სოფელი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13548 ნახვა

—
ზამთრის პირს მოვინახულეჩემი პატარა სოფელი,ცეცხლით გამთბარი დარბაზი,კერია ჩაუქრობელი...
ცეცხლსაც სიმღერა სცოდნია,მოყმენო, ბანი უთხარით,ზამთარიაო, გუგუნებსაკვამლებული ბუხარი!
ეს ჩემი ბუხრის კვმლია,ცისკენ რომ მიდის სვეტებად,ხალისით ამღერებულიტყვიისფერ ღრუბლებს ედება.
მთიდან ჩამოდის ზამთარი,ჩამოთოვლილან ქედები,ღრუბლებში შეცურებულანვით მარმარილოს სვეტები.
ტყეში ხმა ისმის ნაჯახის,ეზოში მამლის ყივილი,შიშველ ხეებზე შეფრინდნენჩიტები ჟივილ-ხივილით.
იქნებ მათ ცელქი ბიჭებისგაიგეს გულის ნადები:სკოლიდან დაბრუნებულებსდაუდგამთ კაკანათები.
პატარა დღეა... ბინდდება,იძინებს ჩემი სოფელი.იძინებს ყველა, მხოლოდ ესმარადის გაუქრობელი -გუზგუზებს ჩემი კერია,მასაც ჩემსავით უხარის,ზამთარიაო, გუგუნებს,გუგუნებს ჩემი ბუხარი!
1945 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი