↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინ იცინის, ვინ ტირის?

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13547 ნახვა

—

1

ხედავთ, მორბის პატარა,შინისკენ მოიჩქარის,სახეზე მზე უცინისდა თვალებში ცისკარი,რას ჭიკჭიკებს მერცხალი,"ჭრი-ჭრის" მღერის ჭიშკარი.
ეგებება თოლია,მისი სიყრმის ტოლია...ნეტავ რამ გაგახარა,რა გაცინებს პატარავ?
თქვენთვის არა მცალია,მეჩქარება ძალიან!...გამოცდები დამთავრდა,უბით მომაქვს ხუთები,მელოდება დედიკო,გულში ჩავეხუტები!

2

აგერ, მოდის მეორეც,მოდის ნამტირალევი,მელნით გაუთხუპნიალოყები და თვალები...ირგვლივ ჟრიამულია,აგერ, ვიღაც ხარხარებს,ის კი დაღონებულა,არაფერი ახარებს!
სახეს არც მზე უნათებს,არც უცინის ცისკარი,არც უმღერის მერცხალი,არც ჭრიალებს ჭიშკარი.შეუღრინა თოლიამ,ძველი ჯავრი ჰქონია!
მოდის თავჩაქინდრული,ჩანთით მოაქვს ორები,პირველ კლასში ზარმაზიდასვეს განმეორებით!
1946 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი