↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარდფენობა

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13549 ნახვა

—
მკვდართა ობა... ამ დღეს მხოლოდყვავილები მიაქვთ აფლავებზე.
სხვა არაფერი, მხოლოდ ყვავილი...საფლავს რა უნდა ყვავილის მეტი...მინდვრის გვირილა აქ მოტანილიჩვენი სიცოცხლის არის იმედი.
სხვა დროს საფლავებს შენდობაც უნდა,პურის ნატეხი და ღვინის წვეთი,მცირე ტაბლაზე სინათლეც უნდა,საფლავს რა უნდა შენბოდის მეტი...
დღეს კი საფლავებს ყვავილი მოსავს...საფლავის თავთან იჩოქებს დედა,გვირილებს მამა ღრუბლიდან ყნოსავს,დედა ღრუბლებში მამას ვერ ხედავს.
. . . როგორ მიმძიმდა მე უშენობა,უმზეოდ ყოფნა, ქვეყნად გაძლება,არც უვარდობა, არც ვარდფენობა -და მეც შენსავით გამტეხა წლებმა...
მაგრამ დრო მიდს... გული დაღვინდა,სიმღერად იქცა დარდი და სევდა,შენი ვენახის ჭაშნიკი წმინდაშენ სადიდებელ ლექსად დამზევდა.
მიწად იქეცი. რაც იყავ ის ხარ,ისევ შენ გისმენ, შენი იმედი.ვარდფენობაა... შენს დაუვიწყარსახელს რა უნდა ამ ლექსის მეტი...
1959 წ. 17 მაისი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი