↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი გოგო მიყვარდა

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13547 ნახვა

—
ერთი გოგონა მიყვარდა,პატარა, ცისფერთვალება,სიკვდილი მან გამივარდა,სიცოცხლე არ მენანება!
დავდიოდი და დამდევდმისი ლაჟვადის თვალები,შავ ღამეს თეთრად ვათევდი,მე მისგან შეუბრალები...
ისე, შორიდან ვეტრფოდი,სიყვარულს ვერა ვბედავდი,ლაჩარი ხომ არ ვეგონე,ან რას ფიქრობდა ნეტავი?
მისი სურათი თან ჩამყვა,დღემუდამ თავზე ვევლები,მახსოვს, ვარდისფერ კაბაზეამოქარგული პეპლებით -
შემომხვდა, შემომაშუქათამარის ჯიღასავითა,ერთი ღიმილი მაჩუქადა თავის გზაზე წავიდა...
მან შემაჩვია ოცნებასმანამდის უოცნებარი,ახლაც მის სახელს ვახსენებძმათა საფლავშიმდბარი.
მუდამ, სადაც კი მახსენა,ვახსენებდი და ვფიცავდი,კარპატებში თუ ვოლგაზე -ყველგან მის ღიმილს ვიცავდი.
დრო მიდის... ასე ვდუდუნებმესამე წელიწადია,იქნებ ვახსოვარ (მიმელის?),ამის გაგება მწადია!
იქნებ გაიგო სიკვდილი,დალალზე ხელი იტაცა,ვაჰ, თუ ატარებს სიყვარულსდაღუპულ ვაჟკაცისასა!
1943 წ.თვალადი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი