↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერეკლე მეფის ანდერძი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-122 წთ საკითხავი13546 ნახვა

—
მე ვარ თოფი - მუსაიფი,კახთ-ბატონის ერეკლესი.წ ა რ წ ე რ ა ე რ ე კ ლ ე ს თ ო ფ ზ ე
არ მიყვარდა მუსაიფი,შაირების, ზმების ტყორცნა,მტრების სისხლმა ეს მარჯვენახმლის ვადასთან შეახორცა.წინ მიძღოდა, მამხნევებდამოციქული დაუნდობი,პირდაპირი, მაგრამ ავიმუსაიფი ჩემი თოფის.დავდიოდი, ჩავბღაოდინასახლარებს, როგორც ხარი.ჩემი მტრების სისხლით მოვრწყეჩემი ძმების ნასისხლარი.რამდენიც ვკარ და ვაძგერესატევარ აბეზართა,მათი სისხლის დანახვაზესიძულვილი გამეზრდა...საქართველოს ამაყ მხედრებსჩვენს ტკბილ მიწას ვაფიცებდი,ასე ვზარდე მე ვაჟკაცნიარაგველნი, ასპინძელნი,პურ-მარილის მამა ვიყავ -მტრისთვის ავი მასპინძელი!
სად მეცალა მე სალექსოდ,საიგავოდ, საარაკოდ,ჩემი სისხლი წვეთებიასაივროს თუ საარაგვოს;მიდით, ნახეთ, თქვენ გეძახითქსნის პირას თუ თრიალეთზე,მოძებნეთ, რომ ჩემი სისხლითქვენს ძარღვებში თქრიალებდეს,მიდით, ნახეთ, გაიოცეთ:ჩემი სისხლი წვეთებიასაივროს თუ საარაგვოს;მიდით, ნახეთ, თქვენ გეძახითქსნის პირას თუ თრიალეთზე,მოძებნეთ, რომ ჩემი სისხლითქვენს ძარღვებში თქრიალებდეს,მიდით, ნახეთ, გაიოცეთ:როგორ ჩახმა, გასალკლდევდა,დახედეთ და მტერს შეებით,თუ მოგადგეთ ასაკლებდ...დახედეთ და თქვენი მტრებისსიძულვილით დაითვერით,შეიყვარეთ, ჩემს ხმალს ჰკითხეთ,როგორ მძულდა ჩემი მტერი!
ასე მზრდიდნენ პაპისპაპა -დავით და გორგასალი,ამ სიმღერით მოვიარეინდოეთი, ხორასანი.ეს ხმა არის ჩემი ტკბილიდიდიდედის თამარისა,აქ ქართულით გავხდი ღირსისვეტიცხოველის სამარისა!..
1944 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი