↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიდ ხელებს

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13546 ნახვა

—

ჩემთვის ნაზთა მშვენიერთა...

დიდ ხელებს,ჩემი ცხოვრების მგზავრებს,განა ქალურთა, მათ თითქოს ძმურთა,ოდეს ცახცახით მიიტან გულთან,ან იფიცები, ან იწყებ სიცილს -ხან განსაცდელის ჟამს გამომიწვდი,დიდ ხელებს,ჩემი ცხოვრების მგზავრებს,ვუმზერ, ვადარებ...მაგრამ არ ვიცი,ხან ცად აწვდილნი, ვით კიპარისნი,ხან შენს გულ-მკერდზე მხატველნი ჯვრისა,მსასოებელნი არიან რისა!
იქნებ ფარული კაეშნით სავსესიტურფის გამჩენს შესთხოვ სინაზეს?
მაგ ხელებს იცი რას დავავალებ?- სხვათა სინაზე ნუ ავალალებთ!იქნებ არ გრძნობენ, რაოდენ ნაზიგულის მფარველნი არიან, ოდესაცახცახებულთ და მოალერსეთფიცის დროს წრფელად დაიწყობ მკერდზე!
1946 წ.თბილისი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი