↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეკოციდი

თოფურია თეა

2008-06-131 წთ საკითხავი1732 ნახვა

—
უმიზეზოა ეს სიყვარული.ან რა მნიშვნელობა აქვს,ვის დაუდევრობას მოჰყვა ხანძარიქალწულებრივ ტყეებში -შენ წაუკიდე თუ თვითონ აალდა.რა აზრი აქვს,ვიძახო, რომ წყალი ვასხი, მიწა ვაბრუნე.მერე კი მაინც შევეშვი და ვუყურე მთიდან,როგორ გააშრო ცეცხლმა ცაში ღრუბლის ნარჩენი,როგორ ჩაქრა თავისით, როცააღარაფერი აღარ იყო:ფოთოლი, ტოტი...ცხოველების, ჩიტების ძვლებიცფხვნილად იქცა და ნამტვრევები კვამლს გაებლანდა.ალბათ, შენც ზიხარ სადმე მთაზე,ხანდახან ხედავ,ავარდება აქა-იქ ცეცხლი,მერე მოვდივარ ნაცარში და წყალს ვასხამ კოცონს.ტყე უკვე აღარ, მიწა ხრჩოლავს.ეს ნიადაგიბერწია, უკვე ვეღარაფერს ვერ ამოიტანს.ტყე უკვე აღარ,მხოლოდ მიწა იწვის ჩემ ფეხქვეშ.
თოფურია თეა

თოფურია თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი