↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოლე

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2026-07-183 წთ საკითხავი23320 ნახვა

—
შენ ლიახვის კლდეზე დგახარ,ძველი მოსასხამით, ―ოლე, ოლე, მარტოხეო,დღისითა და ღამით;
შიგნიდანვე გამომწვარომარტოობის შხამით,შიგნიდანვე გაბზარულო,დახეთქილო კეცად;
ხე ბრუნდევ და ხე მართალო,ხეო, ერთო ბეწვა.დგახარ, როგორც სახრჩობელა ―თვით გახრჩობენ მთები;
დაკიდებულ არწივს ჰგევხარმომსხვრეული ფრთებით.რაშო, მიწას მიჭედილო,ვეღარ აიქროლე;
პარტახო და ნამეხარო,მარტოხეო ოლე!
გელანდება ნაჯახებიდა გრიგალი დამჯახებიმწარედ აგათრთოლებს.
ცას ჯანღების აჯანყებით,სეტყვას, მბრწყინავ თოვლებსდამდნარ ძვლებით ეგებები,მარტოხეო ოლე!
ზღვიდან ქარი წამოვიდადა ღრუბელი ბუნდრად,ცაში ელვა შეიკლაკნა,შენკენ შემობრუნდა.
ქარის ეშვებს, მეხი ბრეშას,შენი მოთხრა უნდათ!
ყინვის კარჩხი თვალს გიკაწრავს,ლაჟვარდს ვეღარ უმზერ,წვიმის შუბი გალესილიგიკაკუნებს გულზე;
მზე შემწველი, ცოფიანი,ხრჩოლად აგაბოლებს,ტყავდამსკდარო,ნაოხარო, მარტოხეო ოლე!
მარტო ხარ და მარტო დგახარ,ძმა არა გყავს, დედა,მარტი ჩოხას შეგიკერავსზანზალებით ზედა,
წვიმით ქოჩორს დაივარცხნი,ღამის წვეთს სვამ რძედა…მხიარული საკრავებითგაზაფხულის ვარსკვლავებიშენს ტოტებზე სხედან;
ოქროსხმიან სიმღერაშითვალს ჰხუჭავ და ჰხედავ, ―შენზედ მარტო არვინ არი,შენზე უფრო მეტად;
ბალღამის და ცრემლის სვეტო,შენ, ქცეულო ხედა!
ვის გასცქერი, ვის მოელი,გული ვისთვის გტკივა?ვის მიაღწევს შენი ხმები,ვის კერამდე მივა?
ვაჲ, თუ გზაში დაიღალა,ვერ იარა სწრაფად;ვაჲ, თუ კვირას ვერ მოვიდეს,ვერც გამოჩნდეს შაბათს!
თუ მოწამლეს საყვარელიშავი დარიშხანით,და მის პერანგს აფრიალებსგზაზედ ქარიშხალი!
წადი, ძებნე მეგობარი,ვინმე წაიყოლე;სხვა რომელი დაგიძახებსმცირე სახელს, ― ოლე!
ტყე გეძახის მწვანე მხრიდან,თავქოჩორა ღელე;ტყეს უნდიხარ დიდიხნიდან,გიქნევს ათას ხელებს,
ტყე გეძახის ახვეტილიფალავნების ჯარით,როგორც ვაჟი არხვატელი,შავს რკინაში მჯდარი!
― გეყო, მარტო ერხეოდე,გამიღია კარი!გეყო, მხრებზე გეხვეოდესეხოების ქარი!
მოდი ჩემთან, დაგაპურო,არ გინახავს ხემსი,მე აგიყვან ხელში,როგორც ნაპოვნ ბატკანს მწყემსი!
მოდი, მოგცე, გაგახარო,ცოლი ― მესაწოლე;ოხერო და ნამეხარო,მარტოხეო ოლე!
მაგრამ ცისკენ იყურებაშენი ოქროს თავი,კოშკებად და ჯიხურებადმოჰქრის ღრუბლის შვავი.
მოჰქრის ცაში წასაყვანადაკიბული კიბე,დაგაყრიან ტოროლებიატლასებს და დიბებს.
მზე, მარჯანზე უწითლესი,მოგეგება წინა,დაგიკოცნა ყველა ფესვი,გულზე მიგიწვინა.
დაგესივნენ ვარსკვლავები,დაირით და დოლით,გაკვრევინეს სალამური,გათამაშეს გოლი,
სთქვეს:ნურც გტკივა, ნურცა გცივა,ნუღარც აგათრთოლებს, ―ტოტზე ტოტით გადამხვეო,მარტოხეო ოლე!
ოლე, ოლე, მე ლიახვზედაგინახე წამით;შიგნიდანვე გამომწვარიმარტოობის შხამით,
შიგნი-შიგან დახლეჩილიშრეებად და კეცად;ყორანისგან ჩაყეფილო,ხეო, ერთო ბეწვა!
მაღლა ზეცა პრიალებდა,ძირს კავკასის მთები.დაკიდებულ არწივს ჰგავდიგაწყვეტილი ფრთებით…
რაშო, მიწას მიჭედილო,გასჭერ, აიქროლე,მარტოობის არტახებიგადახიე, ოლე!
რომ სთქვა:გული თუ მტკიოდა,ახლა აღარ მტკივა,რომ ლიახვის რძიან ქაფშიშემოცურდე ტივად,
რომ გაგჩარხო და გაგთალო,როგორც წმინდა ბროლი,რომ შენ იყო ჩემს დარბაზშიშუაბოძის ტოლი,
რომ გრძელ ტივებს მოუძღოდეხეთა წინამძღოლი!
მოდი ჩემთან, ვიდრე მეხიდაგკრავს, აგაბოლებს,ტყავდამსკდარო, ნაოხარო,მარტოხეო ოლე!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი