პოეზია · ლირიკა
ორი დღე
გიორგი ლეონიძე 1899–1966
თქმულა რომ ქვეყნად ორი დღე არი,ვით სახსოვარი და იადგარი:”დღე ― მოგონებად უკვე ქცეულიდა მეორე დღე ― ჯერ არ დამდგარი”.მე შენით ვზომავ სიცოცხლის სიბრძნეს,შენზე მენიშნა ძველი თქმულება;თუ განშორება დღეს შენი ვიგრძენ,შენთან შეხვედრის დღეც მეგულება.ვფიცავ შენ თავსა, ვიცი, დადგებაის დღე ლამაზი, ის დღე ბრწყინვალე!და ერთი შენი სხივით გადნება,რასაც დღეს გულზე მაწყობ მყინვარებს.