პოეზია · ლირიკა
ორი ფრინველი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
”ორი ფრინველი მოფრინავს,ორივე ქარის ქროლითა”,ერთმა ცას ცეცხლი მოჰფინა,ფრთებს აქნევს დაოქროილთა,მეორე მოლაჟვარდოალურჯი, ― ციაგი ფრთებითა;ერთი ― დარდივით მარტოა,მეორე ― იმედებითა;ერთი ხომ ჩემი სულია,ნეტავ მეორე ვინ არი?რა დიდი ხანი უვლია,კიდევ ცაზეა მდინარი!