პოეზია · ლირიკა
ქედი სივრცეში
ჯანყს ეფარები, ვინმე რომ გხედავს,მოსწყინდი სქელ ჯანყებს, რას აცივდები?!აჰყე მძლე მთების ვიწრო ხერხემალს,და წუთისოფელს გადასცილდები.
თუ გზას როგორმე ვეღარ გაიგნებ,ქერები მთვარეს ასწევენ მაღლა;იმასთან სისხლიც ვერ შეგარიგებს,მიწისკენ კვალი ვინც მოგასწავლა.
აჰყე პირდაპირ ქედს, მთის ხერხემალს.ცრემლებსაც ნუღარ ჩააცივდები.აჰყე, არ დასძრა არსად კრინტი, ხმადა სამყაროებს გადასცილდები.