პოეზია · ლირიკა
ღია ბარათი
დაღუპულ დღეებს ისევ ვიგონებ,ხრჩოლავს სოფელი, ბნელა, თოვლია,თვალი დაუდგეთ ცისფერ გოგონებს,თუ კაცი ქვეყნად ვერ გიპოვნია.
შენ იბადები ბინდების რწევით,კვდები, როდესაც რიჟრაჟი არი.ლარნაკზედ გრჩება გული ნაწყენი,გულზე ხავსივით მწვანე სიზმარი.
შენი სხეულის უდაბურ ნანგრევსქუხილის შუქი ეცემა ღამე.ქარი ნავიდან აგლეჯილ აფრებსმოაქვს და ტანზე ნელა გაფარებს.
როგორ არ ვიცი, რომ გებრალები,იცი, ახლობლებს როგორა ვძულვარ.რო ამრევია უცბად თვალებიდა ღამეები ჩავბჟირებულვარ.
დარდის ხვითებში გაწურულ პერანგსთონესთან მიშრობს შეშლილი დედა.დაგახსომდება კაცი ვერაგი,ვინც შეწყნარებაც ვერ გაგიბედა.
ვინც ამ ხრიოკებს ყნოსავდა მარად,ვით ტყის ნადირი, ვით საყდრის გლახა;ვინც მთებს ზევიდან მოსდევდა ბარად,რომ გზებს შეყროდა და ევაგლახა.
რა გენაღვლება, შენს კარმიდამოსთრთვილივით ედოს პოეტის ნიჭი.თუ უკვდავებამ სადმე მიკითხოს:„ნეტა სად არის ეხლა ის ბიჭი?“
მოუყევ: ქარებს გადაჰყვა ღამე,რაღაც საოცრად წაიმხედრულა,ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმადა უკან აღარ დაბრუნებულა.