↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფრესკები ჩონგურზე

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11428 ნახვა

—
ბაღებს გაზიდავს ყრუ შემოდგომა,ტყე ჟინჟღლს მოიმცრევს დილაადრიან.ქართულ წისქვილის კარს მოადგებაწვერგაჯენჯილი დინჯი ანდრია.
ხვიმირებიდან დრიჟამს ჩამოფქვავს,გახედავს ოჩხრებს, ჯანგრებს, ჭიუხს.წაიბუტბუტებს ათასჯერ ნათქვმსდა ხელისგულზე დაბერტყავს ჩიბუხს.
ყბედი მეურმე გააბამს ზღაპარს,დაუსრულებელს, როგორც მდინარე.ძაღლი შეჰყეფავს ვიღაც წინაპარსდა თვალს გაახელს ხარი მძინარე.
და ისევ ღამე კუნელის ფერი,შავი, ბუღრია, ვით ჯოჯოხეთი,შეხვალ, გეტყვიან: _ სად დაითვერი,მადლობა გამჩენს, რახან მოხვედი.
ვიღაცა ჭრაქით დახედავს საფქვავს,წნორი ალაზანს შესვამს ფესვებით.მთვარის სინათლე გაგიჭრის საფლავსმოჩარდახებულს თეთრი ფრესკებით.
ნუთუ ბოსელშიც არ გვქონდაწილი,ლოცვებს ვთვლით, მაინც ვუბედურდებით.კაცივითოხრავს ჩარხი წისქვილი,ჭერი სავსეა აბლაბუდებით.
ქვეყნიერებას რომ არ ვუმზიროთ,თვალებს დავხუჭავთ, რა ვუყოთ ყურებს!ჩამორეკილნი ბოლნისის მზვარადვგავართ დაღრეცილ მინიატურებს.
შემოიტანენ ღვინოს ერთ კოკას,ანდრიას სახეს შეამხვრევს ბინდი,შენ სიმს ყურთმაჯში ფრთხილად გამოჰკრავსდა ეს იქნება ჰანგების მინდი.
ფაფუკ წარწერებს დასწვავს,სენც დაიღლები, მარად რომ სძგერდი,დაუკრავ ჩონგურს და ეს ოხერი,დიდხანს იცეკვებს შეშლილი ღმერთი!

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი