პოეზია · ლირიკა
ფერფლი
სიცოცხლე ტანზედ დაიკლაკნება,ამოვა ქარი და დაბინდდება,ღამე კაკლიდან ჭოტის კივილიჩემს მიწურ ბანზე გადმოფრინდება.
და დასრულდება უცნაურობითპოეტის ღელვა და სიყვარული,ბაღები, კალო, საძნე ურმებიჩვილ მოგონებას მძიმედ ჩაუვლის.
ცაცხვების შრიალს, ჩვენ ხშირ სამყოფელს,მივლენ ყვავები და დასცინებენ.მე საქართველოს წყნარი სოფლებიძაღლების ყეფით გამაცილებენ.
შორს მგზავრს ტირილიც კი მობეზრდება,ჩრდილს ჩაიხურავს, ჯირკვთან მიწვება,როცა მორთავენ ჭმუნვას ზარები,იმღერებს კიდევ და, ჩაიწვება...