↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაიღიმეთ ქალბატონო

თინაშვილი მარი

2001-06-121 წთ საკითხავი1067 ნახვა

—
(კარგ მეგობარს)გაიღიმეთ ქალბატონო,განა თქვენისახის მწუხრით გადაჩრდილვა შეიძლება?!გაიღიმეთ, მერე ალბათ ყველა დარდი,სულ უბრალოდ, მოგონებით შეიცვლება.
ამ სიცივეს და სექტემბრის ყვითელ ფოთლებს,აურიეთ,აურიეთ ნაბიჯები,ნუ გგონიათ სიყვარული აღარ მოვა,ნუ გგონიათ მარტოობით დაისჯებით.
რა კარგია ქალბატონო, აი უკვე,მაგ თვალებში ვარსკვლავები აციმციმდნენ,აი ასე მოგაწოდებთ თბილ-თბილ სიტყვებს,თქვენ უბრალოდ ეცადეთ და დაიჭირეთ.
წვიმის სეზონს გადავურჩით, ახლა უკვე,ნელა-ნელა შემოდგომა გვეპარება.თქვენ იცით, რომ სევდიანი ისტორია,სათითაოდ მოიზომეს მეძავებმა?!
გაიღიმეთ ,ჩათვალეთ რომ ბრძანებაა,ვაჟკაცურად ეცადეთ და შეასრულეთ.მე კი, ისე... ოქროს თევზის დასაჭერად,თან გავყვები ძველთბილისელ მებადურებს.
თინაშვილი მარი

თინაშვილი მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი