↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიზიდულობა

თინაშვილი მარი

2001-06-121 წთ საკითხავი1060 ნახვა

—
და განა რამე?სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.ისე უბრალოდ სისულელეებს მოგიყვებოდი,თუნდაც კვადრატულ განტოლებას აგიხსნიდიდა მოძრავი A პუნქტიდან B პუნქტისკენ მიმავალმატარებლის მსგავსად შემცირდებოდა მანძილისხეულებს შორის.მოგიყვებოდი თუნდაც ჭორებს საკუთარ თავზე, ეჰ იმდენია.შენ კი იცინებდი და თავს მხარზე დამადებდი.გამოზომილი სუნთქვით შენს ყურთან განვიხილავდისამი იმპერატორის ომს.გენიალურ მხედართმთავრებს, დავცინებდი კარის მხატვრებს.მერე თითებსაც დავატოლებდით, ისე უბრალოდმიზიდულობის კანონსაც გაგახსენებდი.შენ კი ამომხედავდი და მეტყოდი :-მაკოცე რა..და განა რამე?საიმოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.
თინაშვილი მარი

თინაშვილი მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი