↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რაღა დროს მარტია?

თინაშვილი მარი

2001-06-121 წთ საკითხავი1064 ნახვა

—
რაღა დროს მარტია?მე მაინც მოვალ დაკოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან,ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი,მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან...ბოლომდე გამიძელ,მე ვცდი და დაგხატავ,ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე,ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაშიდა ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე...რაღა დროს მარტია?!ვნებას არ ვეურჩოთ,ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით,გახსოვს?ბავშვობაში შენი სახელებითგადაჭრელებული რომ მქონდა რვეული? ..კარტივით გაგიშლი წარსულს და მომავალს,გავაღოთ ფანჯრები, ოთახში კვამლია,ზეწარმოხვეული მხარზე დამეყრდნობი,მეტყვი : "მაისია, რაღა დროს მარტია?"
თინაშვილი მარი

თინაშვილი მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი