↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ხვალ გიორგობაა

ქურხული ბექა

2019-08-121 წთ საკითხავი1923 ნახვა

—
ხვალ გიორგობაა.დღეს წვიმს.ჰაერი გაცრიატდა, ნისლი ირევა, ზამთრის გემრიელი სუნი ტრიალებს.როგორც ყოველთვის, ყველაფერი არეული მაქვს.ძალიან ბევრი მიჯდება საკუთარი თავი...როგორც მთასვლელს ქვათაცვენისას, ისე მეყრება სიპი ნამსხვრევი.ჯერჯერობით ვუძლებ...არაფერი არაფერს ინდობს... არც მთელი - მთელს, არც ნამსხვრევი - ნამსხვრევს.წვიმა აწვიმს თავის გზაზე მიმავალ დღეს...ხვალ გიორგობაა.ხვალ ახლოა, გიორგობა - შორს.ჩემი ბრალია ეგა, წვიმის კი არა...

ქურხული ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი