პოეზია · ლირიკა
ეს დღე ჩემია!
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ეს დღე ჩემია,ეს დღე ჩემია,არცა ბესიკის,არცა ვაჟასი!გული მათ გულზე მიმიბჯენია,გავრთულვარ ლექსის გამოჩარხვაში.
ჩემი სულისგან არი დაწნული
ეს დღე,ეს წამიდა ეს საათი!შიგ ჩემი სუნთქვა არის დაცული,ვმღერი ვარდებში, როგორც საადი.
მეც იქ მაქვს გული, სადაც აქვს შოთას,სამშობლოსათვის მეც იქ ვილოცავ,მეც იქა ვღელავ,სადაც ის შფოთავს, _გინდაც ჩამთვალეთ სასაცილოდაც...
შადრევნისა და შავარდნის ხმებითმიმღერია და ვიმღერებ კიდევ!მე _ ხალხის გულთან გულის შეხებითკვლავ ახალ-ახალ ცეცხლს წავიკიდებ!
და სიყვარულით დამდნარმა შხივად,სამშობლოვ, შენთვის რაღა ვინატრო?მინდა, რომ სიმი გადმექცეს სხივად,სადღაც ორწოხი ამოგინათო!
მინდა ვიყიდო ქვეყნის წამლები,რათა შევესწრო იმ დღის დანახვას,რომ მომძახოდნენ შთამომავლები:_ იცოცხლე, გოგლა, შენ ჩვენთანა ხარ!