პოეზია · ლირიკა
ეს ვარდი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ეს ვარდი,მართლა ჩემი ვარდია,ეს მისამართიახლა შევიტყე...გულს გაზაფხული შემომვარდნია,მსურს, ლექსში დარჩესდღევანდელი დღე...დღე დღეს გადასცემს,უამბობს, ეტყვის,გადააბარებს, როგორც საუნჯეს,ვინც სიყვარულის წყალვარდნილს ერთვის,რა დააბერებს,რა დაამუნჯებს?მიტომ, ძვირფასო,მინდვრის ხავერდზე,ელვის კვესაში,წვიმის ჟღარუნში,მე ვეძებ ოქროს,ფოლადს დავეძებ,რომ გადავჭედო შენს სიყვარულში...