პოეზია · ლირიკა
ზამთრის სურათები
მოქათქათე სარეცელშიდეკემბერი შფოთიანი,ჩახერგილი ზვავი მთებში,გზად ურემი მოჭრიალე.ღრუბლის ცვენა ნამქერებად,კანტი-კუნტად ყეფა ძაღლისთან აჰყვება სარკმელებთანბეღურების შემოძახილს.თუჯიაში ღომის თრთოლვა,გამოცლილი ფქვილის ვარცლი,კრამიტების ჩამოთოვლა,ცოცხგაჩრილი თოვლის კაცი.ლოლოების ლიცლიცები,თეთრი აბრეშუმის ბარდნა,მზის მიბნედვა მიცრიცებითდა ზღაპრებში გადავარდნა.გრძელი ღამის სვლა უძილოდ,ბუხრის პირად მარტო ჯდომადა დროდადრო შავ კუნძიდანნაკვერჩხალის გადმოსხლტომა.ხის საკეცით ნაცრის ქექვა,აბოლილი ნავთის ჭრაქი,ჭინჭილაში ღვინის ფეთქვა,სხვენში თაგვის ფორიაქი.სარკმელიდან ეზოს ჭვრეტა,ხეებს თოში _ დაზამთრულებს,მოწყენა და მონატრება:`ნეტა, მალე გაზაფხულდეს!~