პოეზია · ლირიკა
კაი ყმებს
ვერ გავიგ, რაი მიკივის სულშიდა მგლების სისხლში აგრე რაი ყეფს,ქალაქჩი რისთვის ჩამოწვა ქუში,რად დაუჟანგდათ ხმალი კაი ყმებს.მთებში ეთერით გავილეშია,ხევსურს ლექსებსა რაი დაულევს,ცხენს გავაჭენებ საჯიხვეშია,შავ სისხლს ავუმღვრევ დაიაურებს.`კლდე-კლდე დავფურცლავ~ღამით არხვატსა,ჩანჩქერს დავწველი როგორც მსურსაო,ბარისახოში ვუკოცნ მხარ-მკლავსაიმ ჩემს ძმადნაფიც გოგოჭურსაო.ცხვარსაც დავწველი `შავი ცხვრის რძესა~გავტეხ კოკასა წყლით _ საფიხვნოზე,ხვადებო, ყიჟინს დასცემთ ქისტებსა,ნაბდად გაიფენთ შვლის ქათიბს თოვლზე.მზე ბატარაი საგზლად მწყურია,თორე რაი მინდ მთებზე უცხოსა,ნუ გგონავთ, ქალაქს გაზაფხულია,გაზაფხულს მაქეთ ვეძებ მუცოსა!