პოეზია · ლირიკა
ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი
ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკიდა მამულს ლოცავდა ყანწით და წიგნით,გულისპირს ებნია წითელი მიხაკიმზე და გაზაფხული-სულ ერთი მწიკვი.
ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი
ნუთუ სისხლისფერი მიხაკი ბრდღვიალამისნურად ამხელდა გადახსნილ იარას?!
ახლა საღილედან-ცარიელ ფანჯრიდანაღარ შემოგვყურებს ციცქნა გაზაფხული.
ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი...
მისი ფიცხი ლექსი სივრცეებს გაჰყივის,ჭიხვინით ათამაშებს ფაფრიან კისერს,მგოსნებს მიუხტება ურა ულაყივითდა მძიმე ტორებით უხლიწავს სიზმრებს.
თურმე სიკვდილის წინ მიხაკი ინატრა...
არც შურისძიებას და არც პატიებასარ ვითხოვ,მხოლოდ ცოდვით ვიდაგები:კაცი აღარ იყო...და ისევ ტყვიებმამკერდზე დააბნიეს წითელი მიხაკები.