პოეზია · ლირიკა
ლექსი მძიმე დღის ნათელისა
ჩემს მეგობარ მონაზონ გოგონას ნინოს
ქადაგებაი წმიდისა ილია მეორისა,სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისასიონსა შინა, თბილისსა, ამა წლის აპრილისა შვიდსა,ვმსახურებდი და ვიდექ აქა,სამყოფელსა შიგან ბოროტსა და კეთილისასა, განვივლტოდი დამაბრუნებდა ძალაი უხილავი ჩემის თვალთათვისსი-ენ-ენს ყალბსა, წუმპესა ინფორმაციისასასაჭვრეტასა, თავბრუის ტრიალითა და კოსუმოსითქალასა შიგან, სიყუარულით ნაკლულთაი დათა დაძმათა შორის, იუგოსლავიის მეტეორნი ცეცხლთა ქალაქისწარმოგზავნილნი და წარმხოცელნი,თვალნი ქალისა და წარბნი, ბაგენი,სიტყვაი საყვედურისა სახელმწიფოსიმიმართ ქრისტეანეთასა დუმილად მდგომთა უცნობ სახლ-კართა,თმანი შეღებილნი ოქროსა ფერსა ანუ ხნასა ალისფერისა, ღვთისასიტყუაი დარჩენილი უდაბნოსა შინა უმწეოდ, რომელსაჰფარავს სიტყუაი მკრთომი რადიოთა და ეთერთა შორის,სიტყუაი ბეჭდილ,რომელ წარხოცავს დჰარმასაღვთიურს და შეაწუხებს გულსაკაცთასა უგუნებოდ და ნების აღმფხვრელ.თვალნი ქალისა მიმზერენ, როგორც ღმერთის ლამპარი, არა უტყვნი,მინდობილნი სიზმარს ცხოვრებას, როგორც დუმილით დევნისწყალი ტალღებს საკუთართ უხილავისგან სათავისაგან, ანდაქარნი მარხვიან თვისთა სიცელქეთ ამა მწუხარეთ შორის.აღმუხდის მზეი, გაკაშკაშდა ჩვენი სადგომი მთიდან მთამდის,სივრცე უჰლევი, გასხივოსნდასიმშვიდის შუქით ტერიტორია მინდვრის და ტყეთა.გემნი აღიძვრიან დასაპყრობად სიზმარ-სიცოცხლის,და ფრთებს განშლიან თოლიანიდაბადების თუ სიკვდილის წინარ, სარეცლებზე წყლების და მიწის.აღმუხდის მზეი, ცნობას წარადგენს კაცი ყოველი, ვის რა დააკლდა,პური ან ღვინო, ბოსტნეული ხელთუპყრობელი,სიტყვა ღვთიური, ვით უმრუდეს მაშხალთა ხმებით, ეშმაკნიუსხედნ ატრაქციონს ლუნა პარკს გარდმო, დაყულა სიტყუა ბეჭდურია არქივების საიდუმლოთა.სიხარული მომდინარეობს სიყვარულისგან, არა არქივი, არა ცნობა.არა ხსოვნანი უსარგებლო ყოველ სულდგმულთა, გადაგდებულითაიგულები, დაშვებულნი აფრანი გულის, აჰა ესერა ხვალადაღმართნენ, მზენი, ალამნი და გულსაკიდნი ამოტვიფრულნი,მუხლის ცემანი წინაშე ღმერთის, წინაშე კაცის, კაცის და ქალის,ცეცხლი საღამოს, მახვილი დილის და ცეცხლი ღამით.
7 აპრილი. 1999 წელი. ნიუ-იორკი.