პოეზია · ლირიკა
მარგო კორაბლიოვას თეატრი
ეს ჩინური სამზარეულო მოლუსკებით და ბრინჯითიძულებულს მხდის, მიყვარდეს ისევ ვიღაც უცნობებიძველი აკვარელებიდან, რომლებიც უკვე დიდი ხანიაყველას დაავიწყდა; რისი გახსენებაც აუტანელ ტკივლსგამოიწვევდა, რომ არა ეს ჩინური სიზმარი – დახატულილარნაკზე ან პატარა ჩარჩოში. შენს მეგობარს აქვსლამაზი ყვითელი შლეიფი და ჰაერის დრაკონის უნაზესითვალები. შენ პატარა ნაძვი გიჭირავს ხელისგულზედა მიკვირს, რა შუაშია ეს უცნაური სიმბოლომატყუარა ხალხის, აქ, ამ შუაგულ ჩინეთში,სადაც ვიღაც უცნობები გჩუქნიან ძალზე გასაგებ დაგამოსადეგ ნივთებს, სავარცხელს, ღვინოს, ანმძივის ფერად მარცვლებს, სურათებს,რომლებზეც მერე იფიქრებ, რომ საღაც იპოვნე.