↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალიონამდე

სამადაშვილი ნიკო

2026-07-181 წთ საკითხავი11408 ნახვა

—
მახსოვს ძახილი, გზების, ყვირილი,სად მიხვალ, სადა, შეინთე კვარი.მე მივდიოდი გულშემოყრილიდა ქადაგივით ყვიროდა ქარი.
ცის გუმბათებზედ ქარებს სციოდათ,და დასაბამი ღრუბლებს ეფარა.სად ჰქონდა იმას ნეტა ცრემლები,ვინც თვალებს ძილში გამოეპარა...
რა იქნებოდა, გზა რომ გამეგნო,მიწაზე მაინც აენთოთ კვარი.მე ვიყავ ბედით გაოგნებულიდა ძვლებში მწარედ მივლიდა ქარი.
სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს.წუთისოფლის კარგა გაღმით...ქაოსები გზებს კენკავენ,ასე ხდება ყოველ ღამით.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი