↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ადევნება

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11413 ნახვა

—
მთვრალი ვარ ღვინით, მივალ, ვტორტმანებ.ჩემ გულში მღვრიე სიცოცხლე ღმუის.ბინდი ჩაუდის ციურ ტატნობებსდა მონასტრის ხმა რაღაცას სტყუის.
ხალხი დაღდაღებს, მარტო მივდივარ.ბედის სიუხვე რას დამამშვიდებს...ვინ დამაოკებს ფიქრებით მდიდარს,სად, ვინ იხილავს ჩემს პანაშვიდებს?!
ქუჩებს ვაწყდები... რაღაცას ვდარდობ.მეძავი დამდევს, ვით ძუკნა ძაღლი,ორივე გზიდან გადავვარდნილვართ:სარდაფი, ღამე აყალმაყალი...

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი