პოეზია · ლირიკა
სიყვარულის სახლის მდგმურები
რუხი ბინდისგან ნაბადს მოვიქსოვ,სევდით და დარდით შევიბურები...ვერ შეგვითვისა ხალხმა ტრფობისამ,ერთხანს ვცხოვრობდით, როგორც მდგმურები...
უფრო უკეთურს ნურაფერს ვიზამთ,ღმერთი ამაზეც დაგვემდურება:სახლი,ის სახლი სიყვარულისაერთ დღეს დავტოვეთ, როგორც მდგურებმა.