↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე სარკეში

გაფრინდაშვილი ვალერიან

2005-09-121 წთ საკითხავი6413 ნახვა

—
ვინ არის სარკის უფსკრულიდან რომ მევლინება,ვისი თვალები ემუქრება ჩემს ფერმკრთალ თვალებს?ნუთუ მიცქერის საკუთარი ჩემი ჩვენება?ნუთუ ჩემს გულში მისტიური შიში იალებს?
მისი ღიმილი ჩემში ბნელად გაიშრიალებს.უშიშარი დღის დაიკარგა ცხადი ხსენება.თეთრი ოცნება გადარჩენის თოვლივით დნება.დამწვარ სხეულის ჩემს გარშემო სუნი ტრიალებს.
ასე სასტიკად რად მიცქერი მწუხარე ლანდო,ჩემი წამება, ულმობელო, შენ ვინ მოგანდო?ვინ გაგიმთვარა აგზნებული ტანჯული სახე,
სარკის მორევში ათრთოლებით რომ დავინახე?გადიდდა სარკე - ზვირთებიან ზღვად გარდაქმნილიდა მმის ტალღებში იძირება ჩემი აჩრდილი.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი