↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტოობის დედოფალი

გაფრინდაშვილი ვალერიან

2012-09-121 წთ საკითხავი6412 ნახვა

—
ნინა მაყაშვილს
დიდ სასახლეში განმარტოებითიგი ცხოვრობდა, როგორც ინფანტა,ტყე შრიალებდა გრძელი რტოებით,მაღალ სივრცეზე რომ დაიფანტა.
ლურჯ აივანზე თავის ბროლიდანგამოდიოდა ის მხოლოდ ღამით.და ძვირფას ბეჭედს გაისროლიდაღამის უფსკრუში უცხო სალამით.
თითქოს უხმობდა თავის საქმაროსგასროლილ ბეჭდის აშრიალებით.მაგრამ სალარომ ვეღარ აკმაროსქალწულ დედოფალს მუდამ ლალები.
შეცურდა ზღვაში მზე - პაპირუსი.უკანასკნელად იგრძნო ტკივილი.დედოფალს დარჩა ერთი ფირუზიდა მას გადაჰყვა ხრამში კივილით.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი