↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ომგადახდილს

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13545 ნახვა

—
ომგადახდილ საქართველოს,მის მიწას და მაღალ ზეცას,ჭრილოებით დამშვენებულმზეჭაბუკის აღტაცებას;'იავნანას, პატარებირომ გვაქცია ჭაბუკებად,საქართველოს პოეტებო,მის დედობას ვუთხრათ ქება!
იმ ზენაქარს, იმ ქვენაქარს,აკვანი რომ დაგვირწია,ხან დედურად შეგვიძახა,ხან მზესავით გაგვიცინა;ვინც გვასწავლა მრისხანება,ვინც გვასწავლა გაღიმება,ავდგეთ, ვაშად ავხმიანდეთ,მის დედობას ვუთხრათ ქება!
არაგვის და ივრის ჭალებს,რიონის და მტკვრის ნაპირებს,ქსნის ნაპირებს ვინც უმღერა,ან სიმღერას ვინც აპირებს;საქართველოს მამაც შვილებს, -მათი ქება გვეთქვას ბევრჯერ,გორგასალის ნაშიერებსის ქართული ძვლები შერჩეთ!
ის ქართული ძვლები შერჩესყველა ვაჟს და ყველა ვაჟკაცს,ლახვრით მტერი დაელახვროსდა ვაშას დროს ეთქვას ვაშა!
1946 წ.თებერვალი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი