პოეზია · ლირიკა
ოდისევსის სიმღერა
ვარ ოდისევსი, გადავლახე მღელვარე ზღვანი,გზა უდაბური კუნძულების, მსხვრევა ხომალდის,პოსეიდონის უკან დევნა და შერისხვანი. . .ვარ ოდისევსი, ავსებული ჭმუნვით და დარდით,ვარ ოდისევსი, გამოვცადე, მსხვრევა იმედთა,ცრუ მეგობრობა, ცბიერება, ცვალება სწრაფი,გამაჭაღარა და მომქანცა ჭიდილმა ბედთან,ვუახლოვდები მოქანცული სამშობლოს ნაპირს...ვარ ოდისევსი მიჯაჭვული ხომალდის ანძას:მოუსმენელის ჯერ კაცთაგან სმენა მწადია,თანამგზავრები დასცინიან ჩემს უხმო ტანჯვას,ჩემს უხმო ტანჯვას, ეს მეათე წელიწადია!
კავთისხევი.