↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზა

შამანაძე შადიმან

2001-08-121 წთ საკითხავი908 ნახვა

—
წამოხტება ვიღაც მთვრალიდა მჯიღს იბაგუნებს გულში:_ გზისპირ შველს მოვკარი თვალი,გააჩერეთ ავტობუსი!გადაჭრელებულა მდელო,ტყე მწვანე ფერს უჯერს არი._ გაიხადე საყვარელო! _ხეებს ახუჭუჭებს ქარი.ინდი-მინდი, ფერად შინდი...მოკლედ, ბოლო სიტყვა მოდის.გზებზე `იკაროსი” მიდის,ტყე-ტყე შემოდგომა მოდის.უკან დაგვრჩა ჭა და ღობე,ნახნავი და ყველაფერი.იქ ხბოები ბალახობენ,აქ ვიშვიშებს დედაბერი:გამოვმცდარვარ იელგავას,გამიჩერეთ ავტობუსი! _ეგ ნომერი ვეღარ გავა,ბევრიც აბაკუნოს ქუსლი.გზა შუაზე ინაწილებს,იქით ტყეს და აქეთ ბექობს.გავცდი სკოლას, სიყმაწვილეს,რუსთაველს და ათარბეგოვს,გზისპირ გოგოს ვკიდე თვალი,თმებგაშლილი იდგა ხნულში..._ შენ ხომ არ იყავი, მარი? _გამიჩერეთ ავტობუსი!ვაღებ _ შოფერს აღარ ვაცლი,ვხტები _ აღარაფერს ვუცდი.მგონი სიყვარულსაც გავცდი,გააჩერეთ ავტობუსი!

შამანაძე შადიმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი