პოეზია · ლირიკა
კეცები
ჩემს ფიქრებს დასჭირდათ სახლიდა სხეულში ჩავფალი.ერთხელ ისე ძალიან გავხდი,რომ ჩემს გრძნობებსაღარ ჰქონდათ თავშესაფარი.ისევ ქონებში გავეხვიე,დავიფრინე მცივანა ზამთრები.ჩემთვის ჭინჭები, ქალობა ახია,რადგან მარტოობას თავს ვერ ვართმევდი.ერთხელ იმედები მოვაგროვე,სისხლი შევურიე ცეცხლივით,ვაცეცებდი თვალებს, როგორც საცერს.სიტყვები ქვებივით მოვაგორე,ტუჩები გავამზადე კეცივითდა ლექსები გამოვაცხე.