პოეზია · ლირიკა
იავნანა
დავხურე რვეული,იავნანა, ლექსებო.ვიდრე დაგიბრუნდებით,თავს ნუ გაიგიჟებთ.დაგთესეთ, ცრემლებით მოგრწყეთ,კალამი მხარზე გავიდედა ჩემს წუთისოფელში გავიხიზნე.არ დამვიწყებიხართ,ცალი თვალი თქვენზე დამრჩა,მაგრამ ხელებს არ სცალიათ,ობლის კვერებს აცხობენ.არც ფეხებს უყვარხართ,შევყრი ხოლმე მაგიდაზეტელევიზორის საყურებლად,როცა კალამი და რვეული ანცობენ.ძალიან ვცხელდები,სიცოცხლეს მზესავით რომ ვინდომებ,შიშველი ლექსები, ასოები რომ უჩანთმზესავით მეფიცხებიან რვეულის მინდორზე.