პოეზია · ლირიკა
მეგობარს
ხან სევდით, ხანაც ბავშურ ტიტინითმოვდივარ შენთან ლაღიც, მწუხარიც,რომ ხელთათმანის ხუთი თითივითამოვიბრუნო სული უღრანი.ამოვიბრუნო და მოვიბრუნოსული, შავ-თეთრი, ვით ძველი ფოტო,შენ დაგებედა, ჩემზე იზრუნო,ჩემი ცხოვრება იმედით მორთო.არ დაგველევა ფიქრები ვრცელი,როგორც იღბლიან მათხოვარს _ ხურდა,რას იზამ, ვღვაროთ, სანამ გვაქვს, ცრემლი,სანამ ტყვია გვაქვს, ვიომოთ უნდა!..