პოეზია · ლირიკა
მე ვფიქრობ ახლა
მე ვფიქრობ ახლა,იმქვეყნიურ, მიღმიერ სულთან,რა პაემანი ასტყდომიასიზმარს მშფოთვარეს,იქნებ რაღაცის არიდებაან ახსნა სურდა,ვიდრემდის ეკლისგვირგვინით შუბლს შემიმოსავენ...არა! ნამდვილადსხვანაირი დიდება მსურდა,არა მარტვილის, მომნანიეს,ანდა ცოდვილის,მე ამ უაზრო არსებობისდალეწვა მსურდა,რათა ამეძრო სულისათვისხორცის ბორკილი.მაგრამ მიზანი, გამჩენელო,შენი სულ სხვაა...თუკი ვიჩქარე,არსებობას მომისჯი ისევ...და ამიტომაც გირიგდები,ვდგები მორჩილად,და განდობილისცრემლიანი თვალებით გიმზერ.