↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარადიული მდუმარების მკლავს მოლოდინი

ქებურია ბელა

2026-07-181 წთ საკითხავი5060 ნახვა

—
მარადიული მდუმარების მკლავს მოლოდინიდა ჯერ განუცდელს - უცნაური შეგრძნებით ვხვდები,დაღლილობისგან მივარდება ხელი ტოტივით,თუ ვიღიმები, ე. ი. ტკივილით ვტკბები.
მისტიურ ძალებს ჩაუშლიათ სულთა ქორწილიდა მძაფრ განცდათა გაუმართავთ უცხო მარულა,ყველა მოშურნე, უნდო, გულქვა გულის მფლობელი,სიკვდილ-სიცოცხლის ჩემს ბილიკზე გამოპარულა.
სული დაღლილა, ჟეთქავს თითქოს ყოველ უჯრედში,მიიწევს გარეთ... ვერ ეტევა სხეულის არხში,დღემდე სამყაროს თურმე ბავშვურ თვალით ვუმზერდი,დღეს იგი მოჰგავს რაღაც უცხოს, რუხსა და წაშლილს.
ღმერთო! ეს მიწა რა მძიმეა, აუტანელი...ო, სულო, სულო! დროა უკვე, აშალო ფრთებიდა დაითმინე რადგან ბევრი არდასათმენი,ვგრძნობ, იღიმები... ე. ი. ტკივილით ტკბები.
ქებურია ბელა

ქებურია ბელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი