↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამიზეპირე დღეს საღამოს

იათაშვილი შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი6936 ნახვა

—
დამიზეპირე დღეს საღამოს.მერე დაწექი, დაიძინე.დილით, როგორც კი გაიღვიძებ,გამიმეორე.მე ვიწვები შენ გვერდით დატკბილად ვიძინებ.სიზმრად გნახავ ჩემზე თავდახრილს დამობუტბუტეს.გნახავ, როგორ უყვები ჩემს თავსხეებს, ვარსკვლავებს.როგორ გადიხარ ქალაქში დაყოველ შემხვედრს აბარებ საგანს,სახელად «შოთა».
დამიზეპირე ყოველ საღამოს.მერე იძინე ან იფხიზლე,ხოლო დილითჩამაბარე ხალხსა და ნივთებს,ლოცვას,ბალახებს.
იქნებ ლექსი ვარ,იქნებ კაცი,იქნებ ბამბუკი.
დამიზეპირე.ან, ბოლო-ბოლო, დამიზუთხე _მე ესეც მაწყობს.
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი