↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წეროს თოვლი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2012-09-121 წთ საკითხავი23290 ნახვა

—
მზემ შეალბო შეყინული ბზარები,დნება წეროს თოვლი:რეკენ ყინვის იისფერი ზარებიუკანასკნელ თრთოლვით.
უკანასკნელ სიკვდილამდე შენთან ვარ,უკანასკნელ სულის ამოხდომამდი,სიჭაბუკევ! ხელში გამიქანდები,როგორც ზღვაში გაქროლილი ხომალდი.
მომე ჭიქა, სადღეგრძელო ახალი!მომე გული, მერე გამაქვითკირე!თუ მოგესმათ ხერხემალის ჭახანი,წეროს თოვლში, წეროებო, მიტირეთ.
თოვლს წაჰყვება ჩემი ახალგაზრდობა,ის მეორედ აღარ გალამაზდება:ლექსიც ჩქარა, ქალის სიყვარულიცა,წყეულებმა არ იციან დანდობა!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი