პოეზია · ლირიკა
წარწერა წიგნზე
გიორგი ლეონიძე 1899–1966
დავხარჯე გულის ზოდები,ვწვი ოცნებათა ზვინები...ლექსო, მიდექ და მოდექი,სამშობლოს შეეძინები!...
ჩემ სიტყვას ზრდიდა ნაჟურირძეგავსილ კვირტის ძალების,ყამირის ღონე ვაჟურიდა დედის ბოსტნის კვალები...
დამიწრთო სიტყვა მედგარიქართლის ნიავის ჩურჩულმა,და გულის შუქი მფეთქავი -მშობელ ცამ გადალურჯულმა...
გული გაზაფხულს მიკრულადა ვგრძნობ არასდროს მოვკვდები...გულში მინთია ცისკრულადაპრილის თეთრი ტოტები...
ოცნების ვხარჯე ზოდები,გულის გადავწვი ზვინები,ლექსო, მიდექ და მოდექი,სამშობლოს შეეძინები!
1944