↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დოქები შროშის გზაზე

ხაბაზი ამირან

2001-07-122 წთ საკითხავი1463 ნახვა

—
შროშის შარაგზასთანდოქები რომ ჩანან,გეგონება მართლაქართველები დგანან.
და არწივის მზერითშროშის შარის კოკა,კოკა ღვინისფერი,თვითონ ქართველს მოჰგავს...
მღერის საქსაფონიგაზაფხულის მოტივსდა ლაღიძის ნოტითდასეულა ტოტი.
მღერის, როგორ მღერისგუმბათების ტოტი,ტყემლის ტოტზე თეთრითებერვალიც მღერის...
ვინ გაიგებს ჩვენს ფიქრს,ან სიმღერას მგოსნის,ჯამში ღვინის შხეფითსაქართველოს ვკოცნით.
აქ დიოდნენ გზებიმიდიის და ხეთის,საქართველოს ბედითსხვაა ლიხის ქედი.
სხვაა ქედი ლიხისსაქართველოს ბედით,ხან გვეძახდა იგი,ხან გვთიშავდა ქედი.
ქართველი ხარ? _ მოდი,ან მეგზური სულაც,მისცემია ლოდინსშროშის შარის სურა...
საქართველოს ლოცვადსადღეგრძელო შესვი,აყვავდება როცაღვინობისთვის შხეფი.
და დოქებიც მიტომ,ლიხის წითელმიწის,სადღეგრძელოს ითხოვსგაუტეხელ ფიცის!შენ სტამბული ხარ
აათიმთიმა სანჯი და თარიდა ეშმაკურად ჩამიკრა თვალი,შემივსო ჭიქა თაფლით დამტკბარი,ფლავი მომართვა, ფლავი, რა ფლავი.
მიმზერდა იგი, მართლა ლამაზიათი ათასი მეჩეთ-დარბაზით,ააჩურჩულა დიბა-ატლასი,ააჩახჩახა ლალი-ალმასი.
ვერცა რა ვკადრე ენადაბმულმა,ასე მეგონა, მიცნო სტამბულმა,ორ ნაპირს შორის ხიდით გაბმულმა,თეთრი ქუჩებით გადალამბულმა.
იყო გიზგიზი მის მიზგითების,აღმოსავლეთის მზის მცხუნვარება,როცა დამაწვა გულს მჭმუნვარება,მიცეკვეს ლანდთა შიმუნბარებმა.
გადავიხსენი ჩოხა ქართული,ოქრომკედი და ოქროსირმანი,ქართულ მხედრულად გადახლართული,ლექსად შევკადრე სტამბულს ფირმანი:
შენ ძილგამკრთალი ფიქრობ მისანი,მეც გიცანი და შენაც მიცანი...გიყურებ, ვღელავ, ვდგავარ, მუნჯი ვარ...შენ სტამბული ხარ, მე კი გურჯი ვარ!
1991

ხაბაზი ამირან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი