↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნახტომი, კიდევ ნახტომი

ხაბაზი ამირან

2001-07-121 წთ საკითხავი1465 ნახვა

—
გინახავს? როგორ სხლტებიან,მთის ცივ წყაროთა ჩქერებში,ეს ვერცხლის კალმახებია,მზეზე უბრწყინავთ ქერეჭი.
გინახავს? თუნდაც სიზმარში,ლომ-ვეფხვთა სრბოლა კამარით,რა დიადია ეს მარში,რა ლამაზია ტრამალი...
ღელენი ზღვას მიერთვიან,ლანქერს მიელტვის ლანქერი,წვეთი კლდის თავზე _ წვეთია,გადმოხტება და _ ჩანჩქერი!
ხმალი ომშია მაგარი,წყალი ტბორია ნადგომი...ყველა დამდგარი _ საწყალი,ნახტომი, სულო, ნახტომი!..
პირი ვიბრუნე მთისაკენ,დიდხანს არც აქ ვარ დამდგომი...ნახტომი სიკეთისაკენ,ნახტომი, კიდევ ნახტომი!..
1994

ხაბაზი ამირან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი