პოეზია · ლირიკა
ვინ იცოდა
მარტო მტერი კი არა დამოძმეც გვყავდა ვერაგი,გეკითხები, ვინ იცოდაგორგასალის იღლიის ქვეშჩარღვეული პერანგი.
ჩვენგან ხშირად მტერიც ძრწოდა,დღესწ კი ვტირი მკვნესარე...თბილისს ორი კარი ჰქონდა,ვინ იცოდა,ვინ იცოდა მესამე...
შაბიამნის ლამაზ წყალშიიფერება ისარი,ვინ ესროლა ვახტანგს მხარში -საძებარი ის არის.
ასი ციხე-სალოცავიროგორ დამიჩიავდა,საქართველოს კარიბჭენი,საქართველოს ალაყაფი,როგორ მომიღიავდა...
მარტო მტერი კი არა დამოძმეც გვყავდა ვერაგი,გეკითხები, ვინ იცოდა,ვინ იცოდა?..გორგასალის იღლიისქვეშ,ჩარღვეული პერანგი!..