↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სანამ ქართულ ოდებიდან

ხაბაზი ამირან

2001-07-121 წთ საკითხავი1463 ნახვა

—
ძილ-ბურანის ნისლში თვლემდაველ-მინდორი, მთა-სანახი,წაბლის ოდის გულისცემად,ბაგუნობდა ქვასანაყი.
ქარს მიჰქონდა ქინძის სუნი,პიტნის სუნი, ქროლვა ქონდრისდა ეჟვნების ნელი ჟრუნითირხეოდა ბინდში ბონდი.
ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები,ჭრაჭუნობდნენ ნალიებიდა უფოთლო ხეჭეჭურებსესხა ჭროღა ვარიები.
მეხვეოდა გლეხკაცივითმოფართქალე ვაზის ლერწი,ღამე ქართულ ეტრატივითდაწერილი რქებით ვერძის.
და ჩურჩულებს დღესაც ჩემშიიმ ღამეთა ეშხი-მეშხი,ადესურის შავი შხეფიჩურჩულებდა ორშიმოში...

ხაბაზი ამირან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი