↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოს რუკა

ხაბაზი ამირან

2026-07-181 წთ საკითხავი1469 ნახვა

—
ვით ქართლის დედის წმინდა თავშალი,ნიშა ხარების ნიკორა შუბლი,რუკა, რომელიც ვერვინ წაშალა _მოგვიტანია ხმლითა და შუბით.რუკა, რომელიც დარუბანდს აღებს,მიჰყვება ქედ-ქედ მარმარის თაღებს,შეიფერადებს მთებს იქით ჯიქეთს,ლურჯი სიშორის ველების იქეთ...და აფხაზეთის ფერიც აქ არის,აქ არის ფერი ჩემი აჭარის,მესხეთი ჩემი _ სიტყვის ზანზარი,და ჯავახეთის მიწა მწყაზარი...აქ ავაზების, ლომთ-ვეფხვთ ღრიალშიშორდება ზოლი ქედ-ქედ თრიალეთს,აქ ზოლმა მარჯვნივ გადაიარა,აქ რუკას უჩანს ხმალით იარა.და აგერ ფერი ჩემი დვალეთის,ის _ სამაჩაბლო გიშრის თვალებით,სათაფლიონის თეთრი თაღები,დინოზავრების ცხელი კვალები...ეს არის რუკა, ლომ-ვეფხვთა სრბოლადა კამარები ნიამორების,მშვილდის მოზიდვა, ჰოროლთა სროლა...რუკა, ღმერთების ნაამბორები...მიიკლაკნება შირაქს საზღვარიდა საინგილოც სადღაც აქ არის,სადაც ერეკლეს სახემწყაზარიშემოეყარა ინგილო ქალი!არც ერთი ბიჯი ამ რუკის იქით!ეს რუკა უხმობს ქართველს თილისმით,და წვეთი ცრემლი მთაწმინდის ფერხთით,ცისფერი წვეთი _ დედათბილისი!ვით ქართლის დედის წმინდა თავშალი,ნიშა ხარების ნიკორა შუბლი,რუკა, რომელიც ვერვინ წაშალა,მოგვიტანია ხმლითა და შუბით!

ხაბაზი ამირან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი