↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩიტის ენა

ხაბაზი ამირან

2001-07-121 წთ საკითხავი1463 ნახვა

—
მახსოვს შენი იავნანა,მაგ კურცხალთა ცხელი დენა,ჩვილის აკვნის ყურთბალიშშიშენახული ჩიტის ენა.განა მერცხლის, გადამფრენის,ჩვენში ჩიტი რამ დალია,არცა თუნდა იადონის,არც ბულბულის - მაფშალიას.მიადევნე იავნანას,ფარნავაზის ანბანთქებას.გულწითელა ჩიტის ენა,ზამთარშიც რომ ჩვენთან რჩება.ყრმის ქართული ტირილიდან,ქართის ენა დაიბადოს,ჩვენს ბარდნაში იჭიკჭიკოს,სუსხიანშიც აქ იზამთროს.მესმის აკვნის ღილკილოთარეჩხი - რწევა, ცრემლთა დენა,ქართულ ენას შეგაყვარებსყურთბალიშქვეშ ჩიტის ენა.ჩაგჭიკჭიკებს სირინოზი,ფერს აკვანში გიფენს ზენა,საქართველო შეგაყვაროსგულწითელა ჩიტის ენამ.

ხაბაზი ამირან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი