↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე დილით ავდექი

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8591 ნახვა

—
მე დილით ავდექი უხასიათოდ ა უმიზნოდ სრულიადჩემს წინ დღე იდო სრულიად მთელი და არ დაწყებული.ვიფიქრე: რა გაიარს ამ დღეს, რა მონდომება და რა ფანტაზია.საშუალებების დავიწყე ძებნადა გამახსენდა, რომ ლექსის წერასდრო გაჰყავს ადვილად და გამახსენდა,რომ კარგა ხანია არ დამიწერია ლექსიდა დავჯექ წერად.ისმინეთ ლექსი ესე:იგი გრძელია, არაფრის მთქმელი და მოსაწყენი,როგორც ეს დღე, რომელზედაც ვწერდა თქვენ, ვინაც დილით ჩემსავით ამდგარხართუხასიათოდ და უმიზნოდდა ვერ მოგიძებნიათ რაიმე საშუალებადღის გასაყვანად, რადგან არ ძალგიძთდაწეროთ ლექსი, ისმინეთ:ლექსი ესე და დღე გაიყვანეთ ამ ლექსის კითხვაში,ამ ლექსზე ფიქრშიჰა, ისმინეთ ესე.
1958
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი